მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

ვაჟა აზარაშვილი

დამსახურებული სიყვარული

 

 ...ბიძინა კვერნაძემ თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი  გზის  მანძილზე  ყველა  მუსიკალურ  ჟანრში  შექმნა  საინტერესო,   ჩინებული  ქმნილებები.  მახსოვს,  ჯერ  კიდევ  სტუდენტობის  დროს  შესრულებული  მისი  ბრწყინვალე  ნაწარმოებები  _ სავიოლინო  კონცერტი და “ცეკვა­ფანტაზია”,   ძალზე  საინტერესო  ბალეტი  “მხატვრის  სახელოსნოში”  ლადო  გუდიაშვილის  ტილოების  მიხედვით,   რომელიც  წარმატებით  დაიდგა  ჩვენი  საოპერო  თეატრის  სცენაზე.  აღვნიშნავ,  ასევე,  “ბერიკაობას”,   მის  დახვეწილ, უაღრესად  ფერადოვან  პარტიტურას,  შესანიშნავ  ციკლებს  ხმისა და  ორკესტრისათვის,   საორკესტრო  პიესას  “მოლოდინი”  და  სხვ.  ბიძინა  კვერნაძის  საფორტეპიანო  თხზულებებმა,     მინიატურებმა გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი  პიანისტების  რეპერტუარში.  აქვე  არ  შეიძლება  არ  მოვიხსენიო მისი  მუსიკა  კინოფილმებისათვის,   სიმღერები  “დათა  თუთაშხიადან”, “განაჩენიდან”,   “უდიპლომო სასიძოდან” და  სხვა ფილმებიდან,  რომლებმაც ფართო საზოგადოებრიობის  დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ბიძინა  კვერნაძის  მაღალ პროფესიონალიზმთან  ერთად  მინდა გამოვყო  მისი  ადამიანური  თვისებები - კეთილგანწყობა  კოლეგების  მიმართ,   მათი  წარმატებების  გულწრფელი  გაზიარება,  ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და კიდევ  ერთი - იუმორის დიდი გრძნობა. შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოში იგი ერთ­ერთი უდიდესი იუმორისტია.

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz