მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

ბიოგრაფია

 

 ბიძინა კვერნაძის მამა  - ალექსანდრე კვერნაძე (წარმოშობით  იმერელი,   მაღ­ ლაკიდან)  ზრდილი,  უსპეტაკესი  კაცი  იყო.  უმაღლესი  განათლება  ხარკოვში  ჰქონდა  მიღებული.  ახალგაზრდობიდან  ღრმა  მოხუცებულობამდე  სიღნაღის  აფთიაქის  გამგედ  მუშაობდა.  დედა  რომ  არ  მყავდა, მამა  თურმე ჩემს სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა.

ბიძინა კვერნაძის დედა - ნინო ალექსანდრეს ასული ნადირაშვილი,  კარგი,   შეძლებული ოჯახის შვილი იყო. ბაბუა მეცენატობას უწევდა  ნიჭიერ ახალგაზრდობას. 1924 წელს, როგორც მენშევიკს,   მთელი  ოჯახი  დაუხვრიტეს,   საუკეთესო  კარ­მიდამო  აუწიოკეს. დედა მუსიკის მასწავლებელი  იყო.  თბილისში  ზაქარია  ფალიაშვილთან  მეცადინეობდა,  შემდეგ  სწავლა  გერმანიაში  გააგრძელა.  დედა  35  წლისა  გარდაიცვალა,   როცა მე 5 წლის ვიყავი, რამაც დიდი დაღი დაასვა ჩვენს  ოჯახს. ადამიანი დედას რომ დაკარგავს, იმას რა მოჰყვება,   თქვენ  თვითონ  იცით.  დედას  თურმე  სურდა  მუსიკოსი  გავმხდარიყავი,   მაგრამ  მისი  გარდაცვალების  შემდეგ  ჩემს  მუსიკალურ განათლებაზე საუბარი აღარ ყოფილა.

 1945 წელს,  ომის დამთავრების შემდეგ, მე­11 კლასში  ვიყავი, როდესაც სიღნაღში ჩამოვიდნენ ცნობილი მუსიკოსბი მუსიკალური სმენით დაჯილდოებული ახალგაზრდების  შესარჩევად.  ეს  ყველაფერი  ხდებოდა,   როგორც  მაშინ  უწოდებდნენ,  ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილი სკო­ ლა­ინტერნატის მოსწავლეთა დასაკომპლექტებლად. მიზანი  იყო  სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებელი კადრების  მომზადება.  გამოცდა  ელემენტარული  იყო  -  რაღაც  რიტმს  დააკაკუნებდნენ  და  ვინც  სწორად  გაიმეორებდა,   ჩაირიცხებოდა.

 მოხდა  კურიოზი:  მე  რაღაც  შემეშალა  და  ჩემმა  მეგობარმა,   შესანიშნავმა  პიროვნებამ,   შემდგომში  შინაგან  საქმეთა  სამსახურის  გენერალმა,  ოთარ  ხატიაშვილმა  მაჯობა, ამიტომ ის მიიღეს და მე გარეთ დავრჩი. ამ დროს  წვევამდელები  ჯარში  მიჰყავდათ  და  აწ  გარდაცვლილმა  ჩემმა დამ - ლეილამ ყველა ღონე იხმარა ჩემ გადასარჩენად,   შეაწრიალა ხელოვნების სამმართველო  - “ჩემი  ძმაა და  უნდა ჩარიცხოთ”­ო. “შენ ვინღა ხარ”­ო,  - ჰკითხეს. “მე  ამისი და ვარ”­ო, - ასეთი იყო მისი არგუმენტი და,  როგორც  იქნა,   ჩამრიცხეს  ინტერნატის  “ხანდაზმული  ბავშვების”  განყოფილებაზე,  რომელსაც “ბრონი” ჰქონდა. როდესაც საქმე  მიდგა  მუსიკალური  საკრავების  განაწილებაზე,   ბავშვებმა  (ლაპარაკია  16­17  წლის  ყაჩაღებზე) დაიტაცეს  ლამაზი,   პრიალა  ინსტრუმენტები,  დარჩა  მხოლოდ  კონტრაბასი,   რომელიც მე  მერგო.  ახლადდამთავრებული  ომის  შემდეგ  შიმშილი იყო და კიდევ კარგი,  ამ აყუდებულ კონტრაბასზე  ჩამოვეკიდებოდი ხოლმე სულის მოსათქმელად. 

პირველ წელს საერთოდ ვერაფერი გავიგე,  ერთდროულად  ნოტები,   ფორტეპიანო,   კონტრაბასი.  უკვე  თავის  დანებებას  ვაპირებდი,   როდესაც  გამოჩნდა  ქალბატონი,   ვინაც  ჩემს  ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ეს იყო ტერეზა  არონიშიძე. მას ისეთი მაგნიტური ძალა ჰქონდა,  ისე მიღვივებდა  ინტერესს და შრომის ჩვევებს,  რომ ერთ წელიწადში საბავშვო  პიესებიდან პირდაპირ შოპენის ეტიუდების დაკვრა დავიწყე.  მუშაობისაგან ხელები მტკიოდა,  პარალელურად კომპოზიციას  ვსწავლობდი  ალექსანდრე  შავერზაშვილთან  და  ანდრია  ბალანჩივაძესთან.  თეორიის  კურსს  ვეუფლებოდი  შალვა  ასლანიშვილის ხელმძღვანელობით.

 სტუდენტობა  გავატარე  ბიძასთან,   დედის  ძმასთან,   ლიტერატორ  გიორგი  ნადირაშვილთან  (ნადირაძე)  ახლო  ურთიერთობაში,   რომელიც  დიდი  სიყვარულით  და  პატივისცემით  მინდა  გავიხსენო,   იგი  არაჩვეულებრივად  განსწავლული,   მოაზროვნე,   ნამდვილი  ინტელიგენტი  გახლდათ.  მისი  მეუღლე,   პიანისტი  გულნარა  ქავთარაძე,  ჩემი  ნაწარმოებების  პირველი  შემსრულებელი  იყო.  მათ  ოჯახში ხშირად ვხვდებოდი ბატონებს: პავლე ინგოროყვას,   გერონტი  ქიქოძეს,   აკაკი  გაწერელიას,   შალვა  ხიდაშელს,   გალაკტიონს,  მაშინ,  ალბათ,  არც კი მესმოდა, რა დიდი განძი  იყო  მათთან  ურთიერთობა.  შესაძლოა,  ამან  შემდგომში  გამოძახილი ჰპოვა ჩემს ცხოვრებაში”.

   1948  წელს  ბიძინა  კვერნაძემ  საგამოცდო  კომისიას  წარუდგინა  თავისი  ნაწარმოებები და იგი ფრიადოსნის ნიშნით  ჩაირიცხა  კონსერვატორიის  თეორიულ­საკომპოზიციო  ფაკულტეტის პირველ კურსზე. 

“ჩემი  შემოქმედების  პირველ  პერიოდში  საკმაოდ  დიდი ადგილი ეკავა ხალხურ მუსიკას. ეს განაპირობა იმ  გარემოებამაც,   რაც  სწორედ  1948  წლის  დადგენილებას  მოჰყვა. ამ კარჩარაზულ ქვეყანას განაგებდნენ პარტიული  მუშაკები,   რომელთა  მოწონება­არმოწონებაზე  იყო  დამოკიდებული  ამა  თუ  იმ  ხელოვანის  ბედი.  იმათი  ყურისათვის ხალხური  მასალა შეჩვეული და უსაფრთხო  იყო. ამავე დროს,  ყოველი ახლებური ინტონაცია და აზრი  მათ “იდეოლოგიურ სიფხიზლეს” იქამდე უხმობდა,  რომ ერთ­ ერთი  ფუნქციონერის  განკარგულებით  კონსერვატორიის  ულამაზეს მცირე დარბაზში ამურებს ფრთები შეაჭრეს. 

რა  თქმა  უნდა, ფოლკლორის  საფუძვლიანი შესწავლა  ზეგავლენას  ახდენდა  მუსიკოსის  ფორმირებაზე.  ჩემი  რჩევაცაა,   ჩვენი  ნიჭიერი  ახალგაზრდობა  დაეუფლოს  ამ  განძს.  ახალგაზრდა  შემოქმედს  შეუძლია  მის  სიღრმეში  მიაგნოს ისეთ რამეს,  რაც ჩვენმა თაობამ ვერ შეამჩნია. ეს  მადანი ყველა თაობას მისცემს დიდ სულიერ სიმდიდრეს და  აპოვნინებს საკუთარ თავს.  ფოლკლორთან დამოკიდებულების  უბადლო ნიმუშად მიმაჩნია “აბესალომ და ეთერი”,  რომელიც  მაღალი  სულიერებითაა  გაჟღენთილი  და  დგას,   როგორც  მონუმენტი. ეს არის წმინდა ქართული მოვლენა ყოველგვარი  მინარევების  გარეშე.  ფოლკლორთან  დამოკიდებულების  იშვიათი მაგალითია ბელა  ბარტოკის,   იგორ  სტრავინსკის  და სხვა ამ ტიპის გენიოსების შემოქმედება. მათ გამოიყენეს  ფოლკლორის  ღირსებები და,  რაც  მთავარია,   ზედ  ააშენეს  საკუთარი ხელწერა...”

 “ხალხური  მუსიკა კომპოზიტორისათვის ულევი საბადოა.  რამდენი  თაობაც  მოვა  შემდგომში,  ყველა  თავისებურ  საყრდენს  იპოვის  მასში.  ბევრი  მიმართავს  ციტირებას.  ეს გამორჩეული ხერხი არ არის. ადრეულ პერიოდში მეც  მქონდა ასეთი ცდები, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მისაღები  იყო მოდიფიცირებული გამოყენება. ასე მაგალითად, “ცეკვა­ ფანტაზია”,  რომელიც ჩემს ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება,   აგებულია “განდაგანას” ინტონაციებსა და რიტმზე,  მაგრამ  ვფიქრობ, რომ მასში მსმენელი ციტირების მსგავსს ვერაფერს იპოვის. ასევე ბიძგი მომცა ჩოხატაურში,  ოლიმპიადის  დროს ერთ­ერთ ანსამბლთან შეხვედრამ. მაშინ მე ვწერდი  სავიოლინო  კონცერტის  ფინალს.  ვგრძნობდი,   რომ  მის  შუა ნაწილში მჭირდებოდა სხვა, ჯერ ჩემთვის შეუცნობი  რამ. განგებამ თითქოს ჩემთვის გამოგზავნა მაღალმთიანი  სოფლის ანსამბლი,  რომლის ცეკვაში იყო ხორუმისმაგვარი  რაღაც უცნაური რიტმი. სწორედ ეს იყო სტიმული,  დიდი  შთაგონებით გამეგრძელებინა მუშაობა.

ეროვნული საწყისი ხელოვანში თავისთავად არსებობს,   მისი  სულის  თანდაყოლილი  ნაწილია,   თუ  იგი  მართლა  ნიჭიერია,   ეს  უთუოდ  გამოვლინდება  მისი  აზროვნების  სტილსა და ფორმაში”. 

“ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდეს  კომპოზიტორი,   უნდა  იცოდეს,  რომ  ფოლკლორის  ღრმა  შესწავლის გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. არიან  ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ეუფლებიან ხალხური  მუსიკის საიდუმლოს და ღრმა ანალიზს უკეთებენ მას,  მაგრამ  მუსიკოსებში /ასევე მხატვრებში/ შეინიშნება,  რომ პირდაპირ  უნდათ “ჩახტნენ” ავანგარდიზმში. უნდა გვახსოვდეს, რომ  პიკასოც და დალიც დიდი ავანგარდისტები იყვნენ,  მაგრამ  როგორ ფლობდნენ კლასიკური ხატვის ტექნიკას?!..

არ  ვიცი,   ვისაც  როგორ  უნდა,   ისე  გაიგოს,  მაგრამ  მე უნდა  გითხრათ,   რომ  დიდი,   მაღალი  კლასის  მუსიკას  მართლაც  ვერაფერი  შეედრება.  აქ  არ  არის  არაფერი  ხილული,  შესახები, იგი ადამიანის გულიდან და გონებიდან  ამოხეთქილი საოცარი წარმოსახვაა.

 იყო დრო,  სიმფონიური მუსიკის კონცერტები სეზონურად  იმართებოდა  ბორჯომის  პარკში,   გაგრაში,  საუკეთესო  საზოგადოება დადიოდა,  ეწყობოდა ბიჭვინთის და თელავის  ფესტივალები.

აშკარად  მომძლავრდა  სათანადო  გემოვნებით გამორჩეული  “უცოდინართა  მხარდამჭერი  საზოგადოებაც”  და  თავისი  დონის დამფინანსებლებიც იოლად იპოვა. ფულმა ჯერ ვერ მოასწრო საზოგადოების გაკეთილშობილება და ამას ეთმობა  დიდი საეთერო დრო, საესტრადო დარბაზები.

მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერი ასე იყოს! ჩვენ  გვყავს  მაღალი  პროფესიული  დონის,   ძალიან  ნიჭიერი  საესტრადო მუსიკის წარმომადგენლები, რომლებიც, იმედია,   იმძლავრებენ ამ წრეგადასულ მდაბიოობაზე.

 არაფერს  ვამბობ  კლასიკურ  მუსიკაზე,   იგი,  როგორც  ინტელიგენცია,  მიგდებულია  მხოლოდ მოყვარულების  იმედზე.  რა ჩემი დარწმუნება გჭირდებათ,  მისი და საერთოდ მაღალი  კულტურის მოვლა ყველაზე დიდი პირობაა საზოგადოების  გასაჯანსაღებლად.

 მადლობა ღმერთს,  თბილისში,  როგორი დიდი ძალისხმევა  სჭირდება,  მაგრამ  მაინც  ეწყობა  ძალიან  საინტერესო  სიმფონიური მუსიკის ფესტივალები,  კონსერვატორიის დიდ  დარბაზში კი რესპუბლიკური და საერთაშორისო  კონკურსები,   კონცერტები.

რომელი  კომპოზიტორი  მიყვარს?  ეს  კითხვა  ჰორიზონტივითაა,  რაც  მეტს  ჩამოთვლი,  უფრო  მეტი  გახსენდება.

 მე  იმდენი  კომპოზიტორი  მიყვარს,  შოსტაკოვიჩის  სიტყვებით რომ ვთქვათ _ “ბახიდან _ ოფენბახამდე”,  რომ  უბრალოდ,  უხერხულია მათი ჩამოთვლა. სულ ადრე ჩემზე  დიდი გავლენა იქონიეს სკრიაბინმა და რაველმა. მერე კი,   მგონია, გამოვძვერი ამ სიტუაციიდან. გავლენას ვერ გაექცევი,   კომპოზიტორი იბადება კომპოზიტორიდან. გავიხსენოთ,  რომ  ბრამსის პირველ სიმფონიასაც კი უწოდებდნენ მისი დიდი  წინამორბედის “ბეთჰოვენის მეათე სიმფონიას”. საკუთარი  ენის დახვეწა ხდება დროთა განმავლობაში დიდი ნიჭისა და  შრომის შედეგად. 

გემოვნება  იცვლება,   ძველში  სულ  მუდამ  სწვდები  რაღაც  ახალს,   ღრმას,  შემოქმედებით  პროცესში  პირადად  ჩემთვის  ბედნიერებაა  მარტოობა.  რატომღაც,   პირველ  რიგში  მიპყრობს  აღმაფრენასთან  შერწყმული  გაუგებარი  სევდა,  როცა მთლიანად ეძლევი შენს საქმიანობას ოჯახის  წევრების ყველანაირი კონტროლის გარეშე. მე მგონი,  რაც  მწვერვალს უახლოვდება,  ყველაფერი მარტოობაში იქმნება.  ამ  დროს  იხსნება რაღაც  დამატებითი  არხები და ხდება  საკუთარ თავთან ჭიდილი. ამას წინ უძღვის ბევრი ფიქრი,   ლოლიავი თემასთან,  ფიქრი კონსტრუქციაზე და სხვ. დიდი  გემოა ინსტრუმენტთან მუშაობაში!

 მართლაც კარგია “მარტოობის დღესასწაული”!

 ახლა,   როცა  70  წელს  გადავაბიჯე,   ერთი  რამ  მაქვს  სანატრელი.  რამდენსაც  მაღალი  ღმერთი  დამაცლის,   შევინარჩუნო  შრომის  უნარი,   როგორც  შემეძლება,   ხელი  შევუწყო და მხარში ამოვუდგე ნიჭიერ ახალგაზრდობას,  რომ  არაფერი  ვთქვა  ოჯახის  წევრების კეთილდღეობაზე. რაც  შეიძლება მეტი ყურადღება გამოვიჩინო ჩემი მეგობრებისა  და  კოლეგებისადმი,   რომელთა  შემოქმედება  მიყვარს  და  დიდად ვაფასებ. ბევრი გულისტკივილი შემხვდა უახლოესი  მეგობრების  დაკარგვის  გამო.  მაგრამ  ჩემი  სიმდიდრეა,   ცხოვრება რომ მომიწია საუკეთესო თანამედროვეთა შორის,   რომლებთანაც ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. მე მათი  უსაზღვროდ მადლობელი ვარ.” 

 “უსაზღვროდ  ვარ  დავალებული  ბატონ  ანდრია  ბალანჩივაძისგან. ის ხომ მთელი ქართული პროფესიული  მუსიკის  პატრიარქად  გვევლინება,   ვის  გარეშეც  ქართული  მუსიკა  ასეთ  მნიშვნელოვან  წარმატებებს  ვერ  მიაღწევდა.  ჩვენ  სხვა  საკომპოზიტორო  სკოლა,  გარდა    ა. ბალანჩივაძისა, არ გაგვაჩნია. ჩვენი კომპოზიტორების 90  პროცენტი ხომ აქ,  თბილისში სწავლობდა (ჩემს თაობაში  გამონაკლისს წარმოადგენდა ს. ცინცაძე, ნ. გაბუნია და ო.  გორდელი, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს).

 რაც შეეხება შალვა მშველიძეს,  ისიც ძალზე ორიგინა­ ლური  ოსტატია,  რომელსაც  ბევრი  თვითმყოფადი,  ახალი  და ძლიერი რამ გააჩნია. მან იპოვა რაღაც თავისი ოქროს  საბადო და წარმატებით ამუშავებდა მას, რომელიც, მე მგონი, თავადვე ამოწურა. მას ჯერჯერობით არა ჰყავს მიმდევრები,   არა აქვს სკოლა.

ანდრია  ბალანჩივაძე  კი  წავიდა  იმ  გზით,  რომელსაც  საფუძველი ჩაუყარა მისმა მამამ. საქმე მხოლოდ ის არაა,   რომ  მელიტონ  ბალანჩივაძემ  თავის  მუსიკაში  დასავლეთ  საქართველოს  მუსიკის  ინტონაცია  განავითარა.  მთავარი  ისაა,   რომ  მან  შეიგრძნო  მისი  შეხების  წერტილები  იმ  დროის  მუსიკალურ  თანამედროვეობასთან.  მისმა  ვაჟმა  კი,  არაჩვეულებრივად  განათლებულმა  ადამიანმა,  თავის  პირველ  სიმფონიაში  მოგვცა  პირველი  ბრწყინვალე  მაგალითი ქართული ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური  ტრადიციების სინთეზისა.” 

“არაჩვეულებრივი  კოლეგები  მყავდა,   ნიჭით,   პროფესიონალობით და ადამიანობითაც გამორჩეული. დღეს აღარ  არიან. საშინელი შეგრძნებაა. ის ხალხი ისეთ ცხოვრებას  ეწეოდა,  რომ არ აინტერესებდათ საკუთარი თავის წარმჩენა. მათი მუსიკა გაიკვლევს გზას, მჯერა. ძალიან  კარგი  წრე  გვქონდა.  კარგი  ახალგაზრდები  ვიკრიბებოდით.  ხშირად  ეს  პეტრე  გრუზინსკის  სახლში  ხდებოდა,  ყოფილი  ლენინის  ქუჩაზე.  ვქეიფობდით  კიდეც,   მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყო ღრეობა. ერთი ხანობა  პეტრესთან სულხან ცინცაძეც ცხოვრობდა. ერთ ოთახში  რომ ჩვენთან ერთად მოილხენდა, გავიდოდა მეორე ოთახში  და  მუშაობდა. იქ დაწერა თავისი მეექვსე კვარტეტი. იმისი თქმა  მინდა,  რომ ლხინი იყო თუ ნადირობა,  ხუმრობა თუ ლაღობა,   არასოდეს  ყოფილა  საქმისგან  მოწყვეტის,  უსაქმურობის  მიზეზი. დავდიოდით სათევზაოდ. ჩვენი გატაცება თითქმის  ყველამ გაიგო თბილისში. ერთხელ ირაკლი აბაშიძე მეხუმრა  კიდეც. რუსთაველზე ვსაუბრობდით მე,  რეზო ლაღიძე, პიერ  კობახიძე. ირაკლი აბაშიძეც მოვიდა. რეზომ ხუმრობით თქვა:  მამაჩემიც რომ შემხვდეს ტყეში, იმასაც ვესვრიო. ირაკლიმ  მითხრა,  კაცო, შენ მოერიდე ამ ხალხს,  თორემ ნამდვილად  გესვრიან,  ისეთი გვარი გაქვსო!

 ხშირად  იყო  ჩვენთან  ძია  ვასო  გოძიაშვილი,  ჩვენთან  მეგობრობდა  ასევე  ვანო  მურადელი,  რომელიც  მოსკოვში  ცხოვრობდა  (წარმოშობით  გორიდან  იყო).  თბილისში  ჩამოსვლისთანავე  შეგვეხმიანებოდა  მე  და  გია  ყანჩელს,   ლექსებსაც წერდა და გვიკითხავდა ხოლმე.

ნიჭიერთა  ათწლედს  რომ  ვამთავრებდი,   რომანსი  დავწერე ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის,  ზურაბ ანჯაფარიძე  დამინახავდა თუ არა,  ამ რომანსს მიმღეროდა. ვეხვეწებოდი,   დაივიწყე­მეთქი. იმ რომანსთან ერთი ამბავია დაკავშირებული:  1948  წლის  დადგენილების  თანახმად  ამოწმებდნენ,   რამდენად სწორად მიმდინარეობდა იდეოლოგიური მუშაობა  შემოქმედების  დარგში.  სტუდენტებმა  ვაჩვენეთ  ჩვენი  ნამუშევრები, მოსმენას ესწრებოდა მაშინდელი მუსიკალური  ელიტა,  პროფესორები.

მე  წარვადგინე  რომანსი,   რომელიც  ვაჟას ლექსზე დავწერე. შესრულება ვთხოვე  მაშინ  ჯერ  ყველასათვის  უცნობ  ზურაბ  ანჯაფარიძეს,   რომელსაც  ვიცნობდი  და  მიყვარდა  “ქუჩიდან”.  ყველა  აღფრთოვანებული დარჩა ზურიკოთი,  მე ვიღას გავახსენდი.  იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა. შემდეგ წლების მანძილზე  ერთად ვიყავით”. 

 “მახსოვს, დიმიტრი კაბალევსკიმ მე და ჩემი მეგობარი,   სულგანათებული  სულხან ნასიძე ივანოვოს დასასვენებელ  კომპლექსში  მიგვიწვია  და  1905  წლის  რევოლუციის  თემაზე  კანტატა  დაგვიკვეთა.  თავგამოდებით  ვიმუშავეთ,   მერე მოსკოვში ჩავედით,  რომ ნაწარმოები  მოესმინათ და  ჰონორარიც  გადაეხადათ.  არ  გაინტერესებთ,   რა  ხალხი  უსმენდა  ორი  “ლაწირაკის” შემოქმედებას? შოსტაკოვიჩი,   კაბალევსკი,   ხაჩატურიანი,   ხრენიკოვი,   შებალინი.  მეტიც,   დიმიტრი შოსტაკოვიჩმა ისიც ბრძანა: ამავე თემაზე ახლახან  დავასრულე ჩემი მეთერთმეტე სიმფონია,  მალე მისი პრემიერა  იქნება  და მსურს,   ამ  კონცერტის  მეორე  განყოფილებაში  თქვენი ნაწარმოები აჟღერდესო!

 იმ საღამოს უცბად აცივდა. კაბალევსკიმ (მაღალი კაცი  იყო) თავისი ლაბადა გაიხადა. ორივე - მე და სულხანი  “მოძრავი ქაბაბივით” მშვენივრად გავეხვიეთ შიგ”. 

 “დიდი  ტალანტი  იყო  არამ  ხაჩატურიანი.  მე  მას  პირადად დიდხანს არ ვიცნობდი. მოუსმენია ჩემი სავიოლინო  კონცერტი  1959  წელს  და,   როგორც  ჩანს,  მოეწონა,   რადგან  შეიტანა  ვენის  ახალგაზრდობის  საერთაშორისო  ფესტივალის  შემსრულებელთა  პროგრამაში.  იქ მეც  გახლდით    ა. პეტროვთან და მ. კაჟლაევთან ერთად. შემდეგ სავიოლინო  კონცერტი მოსკოვში შეასრულა მარკოვმა. რამდენიმე ხნის  შემდეგ ეს მუსიკოსი ამერიკაში გადასახლდა და ნაწარმოების  შესრულება აკრძალეს. ბატონი  არამი  თბილისში  ხშირად  ჩამოდიოდა.  მეგზურობას  მე  და  გია  ყანჩელი  ვუწევდით,   მერე  ჯანსუღ  კახიძე  გავაცანით. მისი “გაიანე” ჯანომ ჩაწერა. სულ კითხულობდა,   რაზე ვმუშაობდი,  რას ვაკეთებდი. ჩემი ახალი ნაწარმოების  შესრულების შემდეგ ყოველთვის თავის აზრს გამოთქვამდა  ხოლმე. ძალიან პრინციპული,  კარგი თვისებების ადამიანი  იყო.  სხვათა  შორის,   თბილისში  მიანიჭეს  საქართველოს  სსრ სახალხო არტისტის წოდება. ცხადია,  ცერემონიალზე  ყველა ვიყავით. საპატიო წოდების გადაცემის დროს ოთარ  ჩერქეზია არ იყო ჩაცმული ოფიციალურად. კომპოზიტორს  იგი გივი ჯავახიშვილი ეგონა. მიმოიხედა ბატონმა არამმა  ირგვლივ,  ყველა დაათვალიერა,  შემომხედა და წარმოთქვა: «ß  áëàãîäàðþ ãðóçèíñêîå ïðàâèòåëüñòâî âî ãëàâå òîâàðèùà  Êâåðíàäçå!» 

გამგზავრების  დროც  დადგა.  თბილისის  ვაგზალზე  ხალხმრავლობა  იყო.  ყველანი  იქ  ვიყავით,  მათ  შორის,   გივი ორჯონიკიძეც. გამოჩნდნენ ბატონი არამის მეგობარი  ქალბატონები,  რომლებმაც  გადასცეს  რაღაც  კოლოფი.  ხაჩატურიანმა კოლოფს თავი  ახადა და თქვა: «ß î÷åíü  ëþáëþ øèøêè».  გამოგვიწოდა  მე  და  გივის.  რა  თქმა  უნდა,  მივირთვით. აღმოჩნდა მკვახე ზღმარტლი, რომელმაც  კინაღამ დაგვახრჩო.

ძალზე მსიამოვნებს,  როდესაც ცნობილი მხატვრის,  თენგიზ  მირზაშვილის ნამუშევარს დავხედავ ხოლმე,  სადაც ჩემთან,   გიასთან და ჯანოსთან ერთად ბატონი არამიცაა,  რომელიც  პარაშუტით მოფრინავს ზემოდან”.

“ახლა რომ უკან ვიყურები,  ვხედავ,  როგორ ვშრომობდით.  სასწავლო  დღეები  რომ  დასრულდებოდა,   უქმე  დღეებშიც კი კონსერვატორიაში მივდიოდი. ადმინისტატორი  იყო  ერთი  კაცი,  გვარად  პერტაია  (ადრე  უნივერსიტეტში  მუშაობდა),  პირველად ჯოხით დამდევდა, არ მიშვებდა, მერე  რომ დარწმუნდა,  შრომა მიყვარდა,  თვითონ მიღებდა კარს.

დღეს  ისეთი  ხალხიც  მოდის,   უცებ  რომ  უნდათ  დამკვიდრება,  პრეტენზია  აქვთ,   ეს  კი  თავისთავად  უნდა  მოხდეს. ხალხს უნდა შეუყვარდე. ამასთან დაკავშირებით  ერთ კაცსაც გავიხსენებ: მაჩხანელი იყო გვარად. ლაგოდეხში  ფუტკრები ჰყავდა. ინტელიგენტი იყო. მან მუსიკის მოსმენა  და  საოცარი  გარჩევა  იცოდა.  ფენომენალური  სმენა  ჰქონდა. ის რომ მუსიკას გაგირჩევდა,  მსგავსს ვერც ერთი  მუსიკისმცოდნისგან და კომპოზიტორისგან ვერ მოისმენდით.  ის კი უბრალოდ,  უპრეტენზიოდ ცხოვრობდა. ხშირად  ვფიქრობ,   როგორი  კარგი  ფოტოებია  ჩვენი  ბაბუების,  ბებიების, ნუთუ ასეთი ლამაზები იყვნენ. ფოტოგ­ რაფია  იყო  ასეთი  თუ  რა  დახვეწილი,  ნაკვეთი  სახეები  ჰქონდათ,  მშვიდი,   თითქოს  უპრობლემო  გამოხედვა.  ჩემი  წინაპრების მაგალითით ვიცი, როგორი მეცენატები იყვნენ,   ეხმარებოდნენ  მომღერლებს,   იტალიაში  უგზავნიდნენ  სტიპენდიას,  გერმანიაში  ასწავლიდნენ  შვილებს,   ენები  იცოდნენ”. 

  “ყველანაირი რანგის მეგობრები მყავს,  არაჩვეულებრივი  ადამიანები. სიცოცხლეს ხანდახან მარტო იმიტომ ვნატრობ,   რომ იმდენი კარგი ადამიანია და  არ ვიცნობთ. ხალხთან  ურთიერთობა გამდიდრებს. ღმერთმა აცხონოს რეზო ლაღიძე,   სად არ დავდიოდით,  რას არ გადავაწყდებოდით, სოფელში,   ტყეში,   ღრეში.  ეს  უსაქმურობა  კი  არა,  სიცოცხლე  იყო.  მარტო ინსტრუმენტთან ვერაფერს გამოკენკავ,  ცხოვრებიდან  მოდის ყველაფერი. გამოკეტილი და გამომწყვდეული ვერ  იქნები”. 

 “გაზაფხული იდგა,  აპრილის თვე,  მდინარე მაშავერაზე  რეზო  ლაღიძეს  “ასისტენტობას”  ვუწევდი.  ის  ბადეს მარჯვედ  ისროდა,  მე  კი  კალათი  მეჭირა,  რომელშიც  დაჭერილ თევზებს ვყრიდი. ეს პროცესი რამდენიმე საათს  გაგრძელდა. დანარჩენი ჩვენი მეგობრები ამ დროს ცეცხლს  ანთებდნენ  და  “ნადავლის”  მოსახარშად  ემზადებოდნენ.  მაშავერას ეს  მონაკვეთი არ იყო  ღრმა.  რეზო  მდინარის  მეორე მხარეს გადავიდა და დამიძახა,  შენც გადმოდიო. მე  თევზით გავსებული კალათით შუა მდინარემდე რომ მივედი,   კოჭში  მომხვდა უშველებელი ქვა.  სიმწრისაგან წავიჩოქე,   თევზის გადარჩენის მიზნით კალათი მდინარეში ამოვავლე  და რეზოს გავხედე. მან ჩვეულებისამებრ ახლადდაჭერილ  თევზს “დრუნჩში” აკოცა და მე გადმომიგდო. მერე ერთხანს  გაოგნებული მიყურებდა. დაინახა,  რომ ცარიელი კალათით  შუა მდინარეში ვიდექი,  სანაპიროზე კი წყალი დუღდა.  მადაზე  მოსული  ძმაკაცები  თევზის  მოსახარშად  ემზადებოდნენ.  წარმოიდგინეთ,  რა დღე დამადგებოდა. რეზო მიხვდა, რომ  ძალიან შევწუხდი. მთელი დღის ნაშრომი წყალში ჩავუყარე.  მერე მითხრა, მაშინ ეს ჭურჭელი, რომელიც საკმაოდ დიდი  იყო, მდინარის წყლით გაავსე,  ნამდვილი ჩაი მაშავერას ან  ხრამის წყლით დუღდებაო. მერე გადავწყვიტე,  ეს დავალება  მაინც პირნათლად შემესრულებინა და გულმოდგინედ ავავსე  ჭურჭელი. თბილისში რომ ჩამოვედით და  ჩაის  ასადუღებლად  მოვემზადეთ,  წყლის გადმოსხმის დროს იქიდან ორი ბაყაყი  ამოხტა.  ასეთი  კურიოზული  შემთხვევა  ბევრჯერ  მქონია  ჩემს საყვარელ რეზოსთან”. 

 “მერე  მე  და  რეზომ  საგურამოში  ილია  ჭავჭავაძის  სახლ­მუზეუმი ავიჩემეთ. ვიჯექით იქ დიდი კაკლის ძირში  წყაროსთან.  შიგნით  არ  შეგვიბედავს  და  შუაღამემდე  ვლაპარაკობდით.

ქუჩაში  ხეტიალი  მიყვარს.  დილით  რომ  ავდგები,   აუცილებლად ქუჩებში უნდა ვიხეტიალო,  მიყვარს შეხვედ­ რები გლეხებთან,  აკადემიკოსებთან,  არ  შემიძლია ადამიანებთან  კონტაქტების გარეშე.

ერთ  რამეს  ვაკვირდები:  ჩვენ,   მწერლებმა,   მხატვრებმა,   რეჟისორებმა,  ერთმანეთი გავზარდეთ,  ერთმანეთზე ვახდენდით  გავლენას. რობიკო სტურუა, ფილიალები რომ აქვს თავში,   სულწასულს  ვეძახი,   მოქმედებდა  ჩვენზე.  ასევე  კარგი  წიგნებით -  ოთარ  ჭილაძე,  ჭაბუა ამირეჯიბი,   კარგი  ნახატებით  -  “პიკო”,   “ჩუბჩიკა”,  ბოდლერი  დავარქვი,  ფოსტალიონის  ჩანთით რომ დაბოდიალობს და რა ვიცი,  ვინ აღარ...

 მე  ჩემი  თაობის  ერთგული  კაცი  ვარ.  მიყვარდა  და  მიყვარს ჩემი მეგობრები,  მათი ნიჭიერება და მუსიკა მიყვარს.  სულიერი  სიახლოვე მაქვს  გია ყანჩელთან,   მიყვარს მისი  სამყარო.  ასეთივე იყო ჩემთვის ჯანო. რამდენი მეგობარი  დავკარგე და ასე არ უმოქმედია. როცა ვმუშაობ, გამახსენდება  ჯანო და გიჟივით წამოვვარდები,  ვერ ვეგუები მის არყოფნას.  სულ მგონია,  რომ წასულია და უნდა ჩამოვიდეს,  დარეკოს,   გამოჩნდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღემდე ვერ ვუყურებ  მის სახეს ტელევიზორში... საზარელი შეგრძნებაა,  როცა შენ  გარშემო  ნელ­ნელა  ვიწროვდება  საყვარელი  ადამიანების  წრე.  ასეთი  იყო სულხან  ნასიძე, ნოდარ გაბუნია _ მათ  მხოლოდ მუსიკა კი არა,  ადამიანური თვისებებიც სხვანაირი  ჰქონდათ. მარტო რეზო ლაღიძე რად ღირს!.. 

 “...თაყვანს  ვცემ  ნიჭიერ  ხალხს.  ვიცი  მათი  ნიჭის  ფასი.  უკეთესი არაა, კარგი და ნიჭიერი  მეგობრები  რომ  გყავს?  ძლიერებში უნდა  იყო მეგობარი,  უნდა გიყვარდეს  სხვისი მუსიკა,  თუ ის კარგია,  არ შეიძლება არ გიყვარდეს.  შემოქმედს შემოქმედი უნდა უყვარდეს”

 

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz