|
სულხან
ნასიძე
ფაქიზი
სულის შემოქმედი
ბიძინა
კვერნაძე კოლორიტული პიროვნებაა. მოძრაობა - დინჯი,
აუჩქარებელი, მეტყველება
-
ნელი, დარბაისლური, ამავე დროს, აზროვნება
-
სხარტი და მკვირცხლი, რეაქცია მოვლენებზე
-
ელვისებური.
წარმოშობით
იმერელი, დაიბადა და აღიზარდა ქიზიყში, ამიტომ მის
პიროვნებაში საქართველოს ამ ორი მადლიანი მხარის
სიმშვენიერე, ადამიანური ხასიათებისა და თვისებე ბის
თავისებურებანი შეზავდა და ორიგინალურად შეერწყა. მასთან
ერთხელ შეხვედრაც კი საკმარისია, რომ სამუდამოდ
დაგამახსოვრდეს და აღივსო მისი პატივისცემით და
სიყვარულით. ბიძინასადმი ასეთი გრძნობით გამსჭვალულნი ძალზე
ბევრნი არიან.
მხოლოდ
ძალიან ახლობლებმა თუ იციან, ამავე დროს, რა ფაქიზი
და ფიცხია, რა წუხილი და განცდა ახლავს თან, ხანდახან
არც იმედის გაცრუება, სანუკვარი ოცნების აუხდენლობაა
მისთვის უცხო! ყველაფერი ეს ხომ ნამდვილ ხელოვანთა ხვედრია,
მაგრამ ბიძინა არასოდეს არ გაბოროტებულა. მისი ხასიათის
სირბილე, დამყოლი ბუნება, სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება
მეტი კარგი დაინახოს სხვაში, მისი შინაგანი
ინტელიგენტური თვისებებიდან გამომდინარეობს. ბიძინა
კვერნაძის დახვეწილ გემოვნებას, მის მახვილ მუსიკალურ
სმენას არ გამოეპარება სიყალბე, მოჩვენებითობა; მისი
შინაგანი ბუნება ვერ გუობს ადამიანურ სიფლიდეს და ამიტომ
განრისხებული ბიძინაც გვინახავს, მაგრამ ასეთი აფექტები
იშვიათი და ხანმოკლეა.
ბიძინა
კვერნაძის შემოქმედება მისი თვალნათლივი ადამიანური
თვისებების ანარეკლია, ამავე დროს, სულისა და შინაგანი
სამყაროს უხილავ წახნაგებსაც ავლენს. შემოქმედების
ნიჭიერების მასშტაბი გაიზომება იმით, თუ რამდენად
თვითმყოფადი და საინტერესოა მისი ინდივიდუალობა, აქვს თუ
არა მას უნარი იმისა, გამოაჩინოს მშვენიერების თავისებური
ხედვა და შექმნას სილამაზის საკუთარი კატეგორია.
ბ.
კვერნაძის პირველივე ნაწარმოებებში გამოვლინდა ავტორისეული
ხელწერა, აზროვნების მანერა, მხატვრულ სახეთა და იდეათა
გარკვეული სფერო.
დიდ
არტისტიზმამდე ამაღლებული საცეკვაო სტიქია მეფობდა ისეთ
პარტიტურებში, როგორიც არის “ცეკვა ფანტაზია”, ბალეტი
“ქორეოგრაფიული ნოველები”, ქორეოგრაფიული პოემა
“სერაფიტა”, “მოლოდინი”
-
სიმებიანი ორკესტრისათვის.
ბ.
კვერნაძის ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა არ ყოფილა მხოლოდ
იავარდებით მოფენილი, შეიმჩნევა ტეხილებიც,
ზიგზაგებიც, ძიებებსა და მიგნებებს შორის კრიზისული
მომენტებიც.
ბოლო
პერიოდის ნაწარმოებები რომ შეადაროთ ადრინდელ
ნაწარმოებებს, დაინახავთ, თუ რა ცვლილება განიცადა
კომპოზიტორის შემოქმედებამ, როგორ დაიხვეწა და გაღრმავდა
აზროვნება, გარეგნული ელვარება შეცვალა ფიქრმა,
განსჯამ, ძუნწი და გამოზომილი გახდა გამომსახველობითი
საშუალებები.
ბ.
კვერნაძე შემოქმედებითი გზის ევოლუციურმა აღმასვლამ
მიიყვანა პოეტურ სიტყვამდე. იგი უფრო და უფრო ხშირად
მიმართავს ვოკალურ მუსიკას და ქმნის ჰუმანიზმითა და
პატრიოტული გრძნობებით გასხივოსნებულ ისეთ ნაწარმოებებს,
როგორიცაა “ჩემი ლოცვა”
-
გუნდისა
და ორკესტრისათვის ნ. ბარათაშვილის ლექსებზე. გ.
ლეონიძის ლექსების მიხედვით დაწერილი “ძველი ქართული
წარწერები”
-
ტენორისა
და ორკესტრისათვის, ვოკალურსიმფონიური პოემა ხმისა და
სიმფონიური ორკესტრისათვის ე. თათარაიძის ლექსებზე,
ოპერა “შუშანიკის წამების” მიხედვით “იყო მერვესა წელსა”. ამ
ნაწარმოებებში კომპოზიტორი უაღრესად საინტერესო, სრულიად
ახალი თვისებებით წარდგა მსმენელის წინაშე და ისინი მადლიან
მასალას იძლევიან განსჯისა და განხილვისათვის.
ბ. კვერნაძისათვის
სრულიად უცხოა პრეტენზიულობა, გადაჭარბებული
პატივმოყვარეობა, სურვილი თავის წარმოჩენისა, საკუთარი
ნაწარმოებების ბედზე უზომო ზრუნვა. უთუოდ ამის გამოა, რომ
რამდენიმე წელია, შესრულებას ელოდება ახალი სიმფო ნია,
რომელიც დაიწერა დასავლეთ გერმანიის მუსიკალური
გამომცემლობის დაკვეთით, თითქმის დავიწყებას მიეცა
მშვენიერი სავიოლინო კონცერტი, შესანიშნავი სიმღერები,
რომლებიც დაიწერა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და
ჯერაც არ ჩაწერილა ფირფიტაზე.
კომპოზიტორის აზრი და ფიქრი მიმართულია მომავლისაკენ,
ახალ ჩანაფიქრთა განხორციელებისაკენ.
<<< უკან
|