რობერტ
გოგოლაშვილი
უნდა
ითქვას, ბატონი ბიძინა ახლა მოჰიკანია, რომელმაც საპატიო
ადგილი დაიმკვიდრა მუსიკალური ხელოვნების ცნობილი
გრანდების გვერდით. ის ყველა ჟანრში წარმატებულად
მუშაობს, მაგრამ მე, როგორც საგუნდო მუსიკის
სპეციალისტი, მის სიმღერებს გამოვყოფდი.
კომპოზიტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობის საფუძველს
პროფესიულთან ერთად ხალხური მუსიკის ტრადიციები
წარმოადგენს. ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ
ყოველთვის გაოცებული ვუსმენ ფილმ “დათა თუთაშხიადან” დათას
თემის სიმფონიურ დამუშავებას, რომელსაც საფუძვლად დაედო
მეგრული ხალხური თემა. ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია
კომპოზიტორის მუსიკალური აზროვნების სპეციფიკასთან, მის
მხატვრულ სამყაროსთან და საორკესტრო საშუალებების
გამოყენებასთან.
კინოსა და
თეატრში ხანგრძლივმა მუშაობამ საოცრად გააფართოვა მისი
საკომპოზიტორო შესაძლებლობები და ბ. კვერნაძის ძირითად
თვისებად თეატრალური აზროვნება გახდა. ჭეშმარიტად
არისტოკრატულია მისი მუსიკა, ამაღლებული, შთამბეჭდავი,
თვითმყოფადი და მისაწვდომი ფართო მსმენელისათვის.
ჩვენი
ანსამბლის, “ქართული ხმების” რეპერტუარში მკვიდრი ადგილი
ეკავა ბატონი ბიძინას სიმღერას პეტრე გრუზინსკის ტექსტზე
“გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში”. ცნობილია, რომ ამავე
ტექსტზე შესანიშნავი სიმღერა შექმნა ბატონი ბიძინას
უახლოესმა მეგობარმა რევაზ ლაღიძემ. ერთერთი გასტროლის
დროს ანსამბლის სოლისტმა გოგი დოლიძემ საოცარი ინდივიდუალობით
შეასრულა სხვადასხვა მუსიკალური ქსოვილითა და ხელწერით
შექმნილი ორივე სიმღერა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა
წილად.
ნათებასავით იყო სიმღერა “მინდორთა მამშვენებელო” გ.
ფარჩუკიძის დამუშავებით, რომელიც აჟღერდა კომ პოზიტორის
შემოქმედებით საღამოზე.
ბატონ
ბიძინას განსაკუთრებით უყვარდა ჩემი პედაგოგი მამია
ხატელიშვილი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში მოღვაწეობდა, ჰყავდა საგუნდო კოლექტივები,
ანსამბლები, ამიტომაც ბევრს მოგზაურობდა. ეს კარგად იცოდა
ბატონმა ბიძინამ და ასე უთხრა: “მამია, დადექი რიკოთის
უღელტეხილზე, იქნიე ხელები და უფრო ადვილად გაართმევ თავს
საქმესო”.
<<< უკან
|