ნოდარ
გაბუნია
კვერნას
კეთილშობილ ძესა და ჩამომავალს
იყო დრო,
როდესაც ქართულ მუსიკას თავისი ”მარგალი ტის მაძიებლები”
ჰყავდა. ისინი სოფელსოფელ დადიოდნენ და სადმე ხალას
მუსიკალურ ნიჭს თუ წააწყდებოდნენ, ძალას არ იშურებდნენ
მის გადმოსაბირებლად.
ერთხელ
ერთი ასეთი ექსპედიცია განსაკუთრებით იღბლიანი გამოდგა.
მაშინ ჩვენმა მაძიებლებმა სიღნაღიდან დედაქალაქში
განათლების მისაღებად მართლაც რომ დიდი ტალანტის მქონე
ჭაბუკი ჩამოიყვანეს. ახალბედა ”პროვინციელის” სახელი სულ
მალე ყველასათვის ნაცნობი გახდა. ალბათ, ხვდებით, რომ ეს
”ახალბედა პროვინციელი” ბიძინა კვერნაძე გახლდათ.
მას მერე
დიდმა დრომ განვლო. მისი ტალანტი გაკაჟდა, გაიფურჩქნა,
გაიშალა და მისი სახელი არემარეს მოედო, შორს გასცდა ჩვენი
ქვეყნის საზღვრებსაც. მისი მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტი
შესანიშნავი კამერული, სიმფონიური, საოპერო და სხვა
ჟანრების თხზულებათა მყარ კვარცხლბეკზე აღიმართა. ურიცხვი
მოყვარე შესძინა მას ნატიფმა, ფაქიზი, მელოდიური
ჩუქურთმებით მორთულმა სიმღერებმა.
ორიოდე
წლის წინათ სიმფონიური მუსიკის კონცერტში კვლავ გაიჟღერა
“ცეკვაფანტაზია”მ, რომელმაც თავის დროზე სახელი
გაუთქვა ახალგაზრდა ავტორს. გული სიხარულით ამევსო,
როდესაც ცხადად დავინახე და დავრწმუნდი, რომ ჟამთა
სვლას მუსიკისათვის ვერაფერი დაუკლია და ნაწარმოებს თავისი
განუმეორებელი სურნელი დღემდე შერჩენოდა.
თუ
“ერთჯერადი ოპუსების” მუქ ფონზე მუსიკის ნათელი გამოკრთა, თუ
მუსიკა სუნთქავს და არ კვდება, ეს, იცოდეთ, ზოდიაქოსავით
რჩეულთა ხვედრზე მიგვანიშნებს.
<<< უკან
|