მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

ნიკა მემანიშვილი

მომავლიდან მოსული

ყველანი წარსულიდან მოვდივართ,  თან მოგვაქვს  ისტორიული გამოცდილება,  მხრებით ვატარებთ წინაპართა  ტვირთს,  ბიძინა კვერნაძე კი ჩვენს ქვეყანაში მომავლიდან  მოვიდა  და  ყოველი  მისი  ბგერა,  მუსიკითა  და  სიტყვით  გაჟღერებული, ჩვენი ისტორიის კუთვნილებად იქცა.

50­იანელთა  თაობის  ახალმა  ტალღამ  შეუდარებელი  შემოქმედებითი  ენერგიის  შეძენის  პარალელურად  მრავალთათვის პიროვნული ღირსებების დაკარგვით გაითქვა  სახელი. ბიძინა კვერნაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის  ხასიათისა  და  შემოქმედების  გადაკვეთაზე  თითოეულმა  მელოდიამ  თითოეულ  ქართველზე  საოცარი  ზემოქმედება  მოახდინა.

 ბ.  კვერნაძის  შემოქმედება  მოიცავს  თითქმის  ყველა  მუსიკალურ ჟანრს. მე გამოვყოფდი საორკესტრო, საოპერო  და  გამოყენებით  მიმართულებებს.  როგორც  სიმფონიური  მუსიკის ავტორი,  ბ. კვერნაძე ნოვატორია გაორკესტრებასა  და  ფორმის  აგებაში  (“ბერიკაობა”,   “ცეკვა­ფანტაზია”).  როგორც  საოპერო  კომპოზიტორი,   იგი  აღწევს  დიდ  ემოციურ  ზეგავლენას  მსმენელზე  მოდერნისტული  თუ  პოსტმოდერნისტული მუსიკალური და წმინდა ტექნიკური  ხერხების  გამოყენებით,   ფორმა  კი  მონუმენტურია  (“იყო  მერვესა წელსა”,  “კოლხთა ასული”), ხოლო მისი მუსიკა  მხატვრული ფილმებისა  თუ სპექტაკლებისათვის  წარმატების  გარანტი  იყო (“დათა  თუთაშხია”, “ჭინჭრაქა”,  “ნეილონის  ნაძვის ხე”).

ბიძინა კვერნაძე თავისი შეუდარებელი იუმორით ჩემთვის  ისევე  ძვირფასია,   როგორც  თავად  მუსიკა,  რომლის  ჯადოსნური  გასაღების მორგების გამოცდილებას მიზიარებდა თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიაში.

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz