|
მუსიკა
კინოფილმებისათვის
ბ.
კვერნაძე, ისევე, როგორც თეატრში, კინოში მოღვაწეობას
იწყებს თავისი შემოქმედების დასაწყისშივე (50нიან
წლებში) და ქმნის მუსიკას კინოფილმისათვის ДგანაჩენიУ
(1959 წ. რეჟ. ლ. ხოტივარი). 50нიანი წლების ქართულ კინოში
ჟანრულнყოფითი საწყისის გვერდით იჭრება ეროვნული კულტურის
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჟანრი
-
საესტრადო რომანსი. ბ. კვერნაძე ამ ჟანრის ღირსეული
წარმომადგენელია ქართულ კინოში. მისი სიმღერები
პოეტურობით, ლირიზმით, მელოდიზმით, ახალი ჰარმონიული და
რიტმული წყობით ხასიათდება. ეს ხაზი მისი შემოქმედების
შემდგომ პერიოდში (60н80нიან წწ.) შექმნილ კინომუსიკაშიც
იგრძნობა.
სამართლიანად უწოდებს მუსიკისმცოდნე მ. ახმეტელი Дსიმფონიურ
საგალობელსУ ფილმ Дდათა თუთაშხიასУ (რეჟ. გ.
ლორთქიფანიძე, 1976 წ.) მუსიკის ლაიტთემას. აი, რას წერს
იგი: Дპოეტური იდუმალებით გაცისკროვნებული მისი მელოსი
გიპყრობს მაღალი სულიერებით, ზემიწიერი სილამაზითაც.
ზემოქმედების დიდი ძალა აქვს მასში ნატიფად გაცხადებულ
გრძნობიერებას. ქართულ მუსიკაში ცოტაა ასეთი გამონათებები.
თითებზეა ჩამოსათვლელი ასეთი შთაგონებით დაწერილი
სტრიქონები. ბ. კვერნაძე აქ თვალს უსწორებს მშვენიერებას.У
კინოнთეატრალური მუსიკა ერთგვარი იმპულსია
კომპოზიტორისათვის. ხშირია ისეთი მოვლენა, როდესაც
კომპოზიტორი ახდენს მუსიკალური მასალის გამოყენებას ერთი
ნაწარმოებიდან მეორეში და აყალიბებს შინაგან კავშირს
ჟანრებს შორის.
ბ.
კვერნაძის მხატვრული სტილი უდავოდ გამოირჩევა ორგანული
ერთიანობით. ის, რომ დიდია კავშირი თეატრალურ და სიმფონიურ
ჟანრებს შორის, ამაზე მეტყველებს თუნდაც უკვე აღნიშნული
ფაქტი: ნაწარმოები დაწერილი თეატრალური ჟანრისათვის, შემდეგ
გააზრებულია სიმფონიურისათვის (ДსერაფიტაУ, ДმოლოდინიУ,
ДბერიკაობაУ).
მუსიკალური აზროვნების ესოდენ მრავალფეროვანი წყაროების
კავშირი გავლენას ახდენს მუსიკალური გამომსახველობის
ელემენტებსა და კომპონენტებზე. ბ. კვერნაძის ინდივიდუალური
სტილის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
ფორმის საკითხი. აი, რა აზრისაა კომპოზიტორი ამის
შესახებ: Дთანამედროვე მუსიკაში ძალიან თავისებური და
თავისუფალია ფორმა, რამდენი ნაწარმოებიც იქმნება,
ფაქტობრივად იმდენი ფორმააУ.
თავის
სიმფონიურ შემოქმედებაში კომპოზიტორი თანაბრად მიმართავს
როგორც ციკლურ, ისე კონტრასტულн შედგენილ და თავისუფალ
კომპოზიციებს. რაც შეეხება არაციკლურ და ციკლის შემადგენელი
ნაწილების ფორმებს, უნდა აღინიშნოს, რომ აქაც კომპოზიტორი
თითქმის თანაბრად
უთმობს ყურადღებას როგორც სონატურ, ისე რთულ, ზერთულ
სამნაწილიან და რონდოსებურ სტრუქტურას. რაც შეეხება ვარიაციულ
ფორმას, ფაქტობრივად, მას კომპოზიტორი არსად იყენებს.
მაგრამ, თუ, ერთი მხრივ, თავს არიდებს ვარიაციას,
როგორც დამოუკიდებელ კომპოზიციურ ფორმას, მეორე მხრივ,
ვარიაციულობა და ვარიანტულობა, როგორც განვითარების მეთოდი,
მსჭვალავს სხვა ფორმით დაწერილ მის ნაწარმოებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბ. კვერნაძის ქმნილებებში
სონატური ფორმა ძირითადად ემყარება ტრადიციულ ნორმებს,
ყოველ მათგანში სახეზეა გარკვეული ДგადახრებიУ, რომლებიც
დაკავშირებულია რეპრიზაში სტრუქტურულ, ტონალურ და
მასშტაბურ ცვლილებებთან (უფრო კონკრეტულად და ვრცლად ეს
თავისებურებები განიხილება მომდევნო თავში).
მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპოზიტორის მსხვილი მუსიკალური
ფორმის ნაწარმოებებში УმონტაჟისФ პრინციპი. იგი სახეზეა
პირველი სიმფონიის და, განსაკუთრებით, ДსერაფიტასУ
ფინალებში, სწორედ ამ უკანასკნელში ვლინდება წინა
ნაწილების საკმაოდ ვრცელი მუსიკალური ეპიზოდების (და უფრო
მოკლე თემების) ფართო გამეორებები. შეიძლება ითქვას, რომ
ДსერაფიტასУ ფინალი ძირითადად აგებულია პირველი ნაწილის
მრავალი თემისა და თემატური ბლოკების თავისუფალი
მონაცვლეობით განმეორებაზე მეორე ნაწილის მასალასთან
ერთად. ცხადია, მონტაჟის პრინციპის წანამძღვრები
მისსავე კინომუსიკაშიც მოიძიება. თავისებურადაა გარდატეხილი
ბ. კვერნაძის სიმფონიურ მუსიკაში თემატიზმის პრობლემა.
მისთვის, ისევე, როგორც ბევრი სხვა თანამედროვე
კომპოზიტორისათვის, ძალიანაა დამახასიათებელი ე.წ.
მრავალფაზიანი გამჭოლი თემატური განვითარება. ამ პროცესში,
როგორც მთავარი ტენდენცია, ჭარბობს მუსიკალური თემატიზმის
განახლება. ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც
შეინიშნება რამდენიმე სხვადასხვა თემის ან თემატური
წარმონაქმნის თანმიმდევრობა, რომელიც პერიოდულად იფარგლება
რეპრიზული თაღით. ხშირია შერეული ვარიანტი, როდესაც
თემატური გაშლის პროცესი აგებულია ახალი და საწყისი თემის
ვარიანტულ თანმიმდევრობაზე.
ბ.
კვერნაძის მუსიკალური აზროვნება იმპროვიზაციული ბუნებისაა.
მისი იმპროვიზაცია, ყოველთვის ლოგიკურად გააზრებული და
მკვეთრად ჩამოყალიბებული, მკაცრად ორგანიზებულია
კლასიკური ფორმების ტრადიციაში. ამიტომაა, რომ მის
მუსიკალურ შემოქმედებაში განხილული ფორმები წარმოადგენს
კლასიკურ კონცერტს, სიმფონიას და ა.შ. ეს ფორმები
გააზრებულია, ძირითადად, მათი ტრა
დიციული ნორმების დაცვით, თუმცა ამა თუ იმ ინდივიდუალური
გადახრით. მეტრულнრიტმული გამომსახველობითი ფუნქცია ერთн
ერთი უმთავრესია კომპოზიტორის შემოქმედებაში. მეტრული
ცვლა განპირობებულია როგორც იმპროვიზაციული მომენტით,
ისე მუსიკალური აზრის თავისუფალი განვითარებით. მეტრული
ცვლა ზოგ შემთხვევაში იტვირთება ფორმაქმნადობის ფუნქციით,
ზოგში კი დაკავშირებულია შინაარსობრივ ამოცანებთან და
ჟანრულ თავისებურებებთან, კერძოდ, საცეკვაო საწყისთან
(ქორეოგრაფიული პოემები).
ზემოაღნიშნული მეტრული ცვალებადობით გამოწვეული
იმპროვიზაციული ეპიზოდები მეტწილად ხალხური ტრადიციებიდან
მომდინარეობს.
ბ.
კვერნაძის სიმფონიური მუსიკის ჰარმონიული ენა ემყარება,
ერთი მხრივ, ეროვნული მუსიკის კილოურн ინტონაციურ, მეორე
მხრივ, თანამედროვე კლასიკური მუსიн კის ტონალურнჰარმონიულ
სისტემებს. თავისი შემოქმედების საწყის პერიოდში შექმნილ
ნაწარმოებებში კომპოზიტორი მიმართავს მაჟორულнმინორულ,
ზოგჯერ გაფართოებულ ტონალურ სისტემას, რომელიც
აერთიანებს ქართული მუსიკისათვის დამახასიათებელ ძირეულ
კილოურ თვისებებს (მიქსოლიდური, ეოლიური, ზოგჯერ დორიული და
ფრიგიუн ლი), ხოლო შემდგომ, 60н70нიან წლებში, ხდება
ქრომატული ტონალური სისტემის აქტიური გამოყენება
ხსენებული დიატონური კილოების ელფერის შენარჩუნებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბ. კვერნაძის შემოქმედებაში
პოლიფონიის როლი არ არის თვალში საცემი, მისი ხვედн რითი წილი
მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია. კომპოზიტორი მიეკუთვნება იმ
ხელოვანთა რიცხვს, რომლისთვისაც პოლიფონია არ
წარმოადგენს თვითმიზანს და შეიძლება ითქვას, რომ იგი
გამოყენებულია თითქოსდა შეუმჩნევლად. ამისი ერთнერთი
მიზეზთაგანია ის ფაქტი, რომ ბ. კვერნაძე თავს არიდებს
ვრცელ, ჩამოყალიბებულ პოლიფონურ ფორმებსა და ჟანრებს,
ფუგის, პასაკალიის, კანონის სახით და, საერთოდ,
იმიტაციურ ტექნიკას ეყრდნობა საკმაოდ მოკრძალებით.
კომპოზიტორი იყენებს როგორც არაიმიტაციურнპოლიმელოდიურ,
ისე იმიტაციური სახის ტექნიკას. ოსტინატური ტიპის
პოლიფონია გამოიყენება საცეკვაო ან დრამატულად დაძაბულ
ეპიზოდებში, ხოლო ლირიკული სახეების შექმნისას კომპოზიტორი
მიმართავს პოლიმელოდიურ ფაქტურას; სწორედ ამ მიზნით იყენებს
იგი ზოგჯერ იმიტაციურ ხერხსაც.
კომპოზიტორის შემოქმედებაში ერთнერთი უმნიშვნელოვანესი
როლი აკისრია ორკესტრს. ანიჭებს რა უპირატესობას მეტწილად
შერეულ ტემბრულ ჟღერადობას, ბ. კვერნაძე იშვიათად იყენებს
წმინდა ტემბრებს. მისი ორკესტн რი გვხვდება როგორც მცირე,
ისე დიდი შემადგენლობით. დიდი შემადგენლობის ორკესტრს
იყენებს საცეკვაოн საბალეტო (ქორეოგრაფიული პოემები) და
დრამატულ ჟანრში (პირველი სიმფონია), ლირიკულ ჟანრში კი,
სადაც წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება სიმებიან საკრავთა
ჯგუფს, ორკესტრი ერთგვაროვანია, სკერცოზული და მოტორულн
ტოკატური ჟანრის ნაწარმოებებში (იხ. ციკლური ფორმების
ფინალები) მონაწილეობს ორკესტრის ყველა საკრავი.
ბ.
კვერნაძის ორკესტრი ყოველთვის აქტიურად ამჟღავნებს
ფორმაქმნად ფუნქციას, იქნება ეს სამნაწილიანი, ვარიაციული,
რონდოსებური თუ სონატური ფორმის თემატური განვითარების
პროცესი. მისი საორკესტრო ხელწერა მეტწილად განტვირთულია
ზედმეტი ბგერითი შრეებისაგან, ამიტომაა იგი ფერადოვანი,
მსუბუქი, რაზედაც უდავოდ მოახდინა გავლენა იმპრესიონისტულმა
სკოლამ.
ფილმოგრაფია
ДგანაჩენიУ н რეჟისორი ლ. ხოტივარი, 1959წ.
Дუდიპლომო
სასიძოУ н რეჟისორი ლ. ხოტივარი, 1961წ.
ДჭიაკოკონაУ н რეჟისორი ი. ქავთარაძე, 1961წ.
Дნატვრის
ხეУ н რეჟისორი თ. აბულაძე, 1976წ. Дდათა თუთაშხიაУ
რეჟისორი
გ. ლორთქიფანიძე, 1976წ.
Дმე
დავბრუნდებიУ н რეჟისორი მ. თავაძე, 1982წ.
Дანთიმოზ
ივერიელიУ н რეჟისორი გ. ჭოხონელიძე, 2002წ.
Дწიგნი
ფიცისაУ н რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, 1983წ. Дნეილონის
ნაძვის ხეУ н რეჟისორი რ. ესაძე, 1986წ.
Дსალამურას თავგადასავალიУ н (თოჯინური ფილმი), 1965წ.
ДსვეტიცხოველიУ н რეჟისორი ო. ჭიაურელი (დოკუმენტური
ფილმი), 1970წ.
რეზო
ჩხეიძე
ბიძინა
კვერნაძე და ქართული კინო
ამბობენ,
ფილმებს რეჟისორები ქმნიანო. იტყვიან: ფელინის ფილმები,
ეიზენშტეინის ფილმები, ბერგმანის ფილმები, აბულაძის
ფილმები, ფარაჯანოვის ფილმები, ანტონიონის ფილმები...
ეს
მართლაც და უდავოა; მაგრამ მინდა უდიდესი მოწიწებით და
სიყვარულით აღვნიშნო კომპოზიტორთა დიდი როლი
კინემატოგრაფიის და, კერძოდ, ქართული კინოს
ჩამოყალიბებაში. შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი ქართველი
კომპოზიტორები, სიმფონიების თუ ორატორიების, ოპერებისა თუ
ბალეტების, კონცერტების თუ სონატების ავტორები, ასევე
წარმატებით მუშაობდნენ და მუშაობენ ქართულ კინოში: იონა
ტუსკია, ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი, არჩილ
კერესელიძე, სულხან ცინცაძე, რეზო ლაღიძე, დავით
თორაძე, სულხან ნასიძე, ვაჟა აზარაშვილი, მერი
დავითაშვილი, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი... მათი და
მრავალ სხვათა მუსიკა ამშვენებს მთელ რიგ ქართულ ფილმებს.
სიმღერებს კინოფილმებიდან მღერიან ყველგან,
საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. არჩილ
კერესელიძე და რეზო ლაღიძე ხომ თავიანთ თავებს
УკინოკომპოზიტორებსФ უწოდებდნენ. ამაში არაფერია
გასაკვირი, იმდენად დიდია მათი ღვაწლი კინოში და იმდენი
ქართული ფილმისათვის შთაუბერავთ მათ სიცოცხლე. ბიძინა
კვერნაძე სწორედ ის დიდებული მუსიკოსია, რომელიც
აყალიბებდა და ახლაც აგრძელებს სხვადასხვა მუსიკალური
ჟანრების უზადოდ ფლობის ტრადიციას. მე არაერთხელ
ვყოფილვარ მოწმე იმისა, თუ როგორი გატაცებით
მუშაობდნენ კინორეჟისორი რეზო ესაძე და ბატონი ბიძინა
ფილმის პარტიტურაზე, როდესაც იქმნებოდა Уნეილონის ნაძვის
ხეФ. ამ მეტად საინტერესო სურათში მუსიკას დიდი როლი
აქვს დაკისრებული და მართლაც, გამოსახულებისა და
მუსიკის შეთავსება მეტად საჭირო ემოციებს ბადებს
მაყურებელში.
გიგა
ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიიანი
ფილმის, Уდათა თუთაშხიასФ წარმოდგენა ხომ შეუძლებელია
ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე. ლირიკული სინაზე თუ
ჰეროიკული ინტონაცია, პასტორაн ლური მოტივები თუ
დინამიკური მქუხარება, სიმღერის შესანიშნავი ნიმუშები თუ
დრამატურგიული კვანძების მუსიკალური გააზრება, რაც დიდი
ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის და დამდგმელი რეჟისორის
ჩანაფიქრიდან გამომდინარეობს, ამკობს Уდათა თუთაშხიასФ.
...ბატონი
ბიძინა სავსეა სიყვარულით, სავსეა სილამაზით, სავსეა
შესანიშნავი ადამიანური თვისებებით, სავსეა
სიდარბაისლით, სავსეა იუმორით; იგი ყველას უყვარს, ყველა
პატივს სცემს, ქართველი ხალხი მისგან დიდ სასახელო
გამარჯვებებს მოელის. ჩვენც ამით ვხარობთ.
გიგა
ლორთქიფანიძე
ჩემი
ცხოვრების უახლოესი ადამიანი
ბიძინა
კვერნაძე ის კომპოზიტორია, რომელიც მრავალი ათეული წლის
განმავლობაში ჩემი სპექტაკლებისა და ფილმების ერთнერთ
თანაავტორად მიმაჩნია. მე არ მიყვარს, როცა კომპოზიტორზე
ამბობენ, წერენ _ მუსიკალურად გააფორმა ამა და ამ
კომპოზიტორმაო. ბიძინა სპექტაკლს ან ფილმს კი არ აფორმებს,
ნაწარმოების სრულფასოვანი თანაავტორი ხდება. როგორ
შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე
წარმოიდგინოს დათას (ფილმი Уდათა თუთაშხიაФ) ტრაგიკული
ცხოვრება. ესაა მთელი ფილმის ძირითადი მიზანდასახულობის
მუსიკალური გამოხატვის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ როგორ
ჩასწვდა კომპოზიტორი ავტორის, რეჟისორის თუ მსახიობთა სულს.
ჩემში, და, მწამს, ასეა მსმენელშიც, გაოცებას იწვევს
ბიძინა კვერნაძის უზადო გემოვნების, სიღრმით და
რაფინირებულოн ბით გამსჭვალული ხელოვნება.
გარდა
ამისა, იგი დაჯილდოეн ბულია შესანიშნავი ადამიანური
თვისებებით, რის გამოც ჩემი ცხოვრების უახლოესი ადამიანი
გახდა. ყველასათვის ცნობილია ბიძინა კვერნაძის უნიკალური
იუმორი, რომელიც აღსავსეა სიბრძნით, თანამედროვეობით,
აზროვნების სისხარტით, მაგრამ იგი არასოდეს ხუმრობს სპეн
ციალურად. იუმორი მისი ორგანული, განუყოფელი ნაწიн ლია.
ასე ცხოვრობს, ასე წერს მუსიკას და ეს ყველაფერი
-
ლირიზმი, სიღრმე, იუმორი
-
ჰარმონიულადაა ერთმანეთში შერწყმული...
გიზო
გაბესკირია
მისი
კრედო სიყვარულია
მიმაჩნია,
რომ მსოფლიოში აღიარებული დიდი კომპოზიн ტორები გასაგები
ხდებიან კაცობრიობისათვის, ვინაიდან მათი შემოქმედება
მოდის ეროვნულიდან, ეს იქნება ფოლკლორი, ადათнჩვევა
თუ ბუნების ის გარემო, რომელშიც ისინი აღიზარდნენ. მათი
ღრმა მუსიკალური აზროვნება ამ ასოციაციებიდან იბადება და
გამოხატავს ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა სიხარული,
სევდა, ტკივილი, უსამართн ლობა, დაბადება და სხვ., ე.ი.
ზოგადსაკაცობრიო პრობლეн მებს. სწორედ ასეთ კომპოზიტორებს
მიეკუთვნება ბიძინა კვერნაძე. ეს ყველაფერი წარმოჩინდა მისი
შემოქმედების ნებისმიერ ჟანრში, რომელსაც იგი მიმართავს.
მე მქონდა
ბედნიერება, მასთან ერთად მემუშავა ფილმზე Уდათა თუთაშხიაФ.
მუსიკა, რომელიც მან დაგვიწერა რომანისა და ფილმის
კონცეფციის გათვალისწინებით, გამსჭვალულია ქართულ
ეროვნულ მასალაზე დაწერილი ზოგადსაკაცობრიო განცდებით. ეს
ეხება მთელ რიგ თემებს, რომლებიც გვხვდება სურათში (დათას
თემა, ბეჩუნის თემა და სხვ.). მისი მუსიკა ფილმში
პირველივე აკორდიდან განაწყობს მაყურებელს ფიქრისათვის,
რაც აუცილებელია ასეთი ფილმის ჯეროვნად აღსაქმელად. ამ
შემთხვევაში რომანისა და სცენარის ავტორის, დამდგმელი
რეჟისორების და კომპოზიტორების თანხვედრა მოხდა. ბიძინა
კვერნაძე ამოუწურავი შესაძლებლობების შემოქმედია. არა
მგონია, რომ მას ოდესმე ჰქონოდა ან მომავალში გაუჩნდეს
შემოქმედებითი კრიზისი. მან იცის, რა არის სიცოცხლის არსი და
მისი დასასრულიც. მიუხედავად ყველაფრისა, მისი კრედო
სიყვარულია, რომელსაც ითვისებს მსმენელი ქვეცნობიერად. რაც
შეეხება მის გემოვნებას და სტილისტიკის ზუსტ გააზრებას,
მოვიტან ერთ მაგალითს. ფილმში Уდათა თუთაშხიაФ რომანსი
Уშემოდგომის ყვავილებსФ გალაკტიონის ტექსტზე სწორედ
ასეთი ტიპის უნდა ყოფილიყო, რადგან ამას მოითხოვდა
ტექსტიც და ის გარემოც _ ქართველი ინტელექტუალების სალონი,
სადაც სრულდება რომანსი როიალის თანხლებით. დარწმუნებული
ვარ, რომ ასევე წარმატებულად დაგვიწერდა ნებისმიერ სხვა
ატმოსფეროსათვის მისადაგებულ მუსიკას, რაც არაერთხელ აქვს
გაკეთებული სპექტაკლებისა და ფილმებისათვის დაწერილი
მუსიკით. ეს ყოველივე გახლავთ შედეგი მისი განათლების, დიდი
კულტურის და მისი ზომიერების გრძნოн ბისა, რომელიც აუცილებელია
ხელოვნებაში. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ გააჩნია.
პირადად
ჩემ მიმართ ბიძინას აქვს ტელეპათიური, საოн ცარი მაგიური ძალა
_ ჩუმადაც რომ იყოს, მომიწოდებს, ვიყო უკეთესი, ვიდრე ვარ,
მაგრამ სჯობს ილაპარაკოს, რადგან ეს დაკავშირებულია ნატიფ
იუმორთან, სხარტ კალამბურებთან, რომელსაც მე
УბიძინიზმსაცФ კი ვუწოდებდი და, რაც მთავარია, ეს
თვითმიზანი არ არის _ ალბათ, ამ დროს ხდება მისი
გონების დასვენება. ამდენად, მე მგონია, რომ სულ
შემოქმედებით პროცესშია.
90нიანი
წლებიდან კულტურის სფეროში, სამწუხაროდ, ხდება ნიჭიერების
წარმოჩენის შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, ბიძინა მაინც
მუშაობს. ამ დრომ ისიც გაძარცვა და არ მისცა საშუალება,
გადაეცა ხალხისათვის ის, რაც მასში დევს.
ბიძინა
კიდევ ბევრს შექმნის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,
ალბათ, შექმნილიც აქვს, როგორც იტყვიან, უჯრაში უდევს.
ბიძინას ვუსურვებ მხნეობას, იმიტომ, რომ მან ამ ბოლო ხანს
დაკარგა ისეთი ხალხი, რომელიც მისი სიცოცხლის ნაწილი იყო.
ელდარ
შენგელაია
მუსიკა, რომელიც გამჯდარია ყურშიც და გულშიც
ბიძინა
კვერნაძე უდავოდ მიეკუთვნება ქართულ მუსიკალურ კოჰორტას.
ბიძინას პიროვნებაში შერწყმულია უზადო ნიჭიერება, შესანიშნავი
ადამიანური თვისებები და განუმეორებელი კვერნაძისეული იუმორი.
ბიძინა
კვერნაძე
-
ეს არის ჩემი თაობის მელოდია, ჰარმონია, ლირიკა და
სინაზე. მისმა შემოქმედებამ საოცრად დიდი პოპულარობა
მოუტანა მას და გახადა ხალხის საყვარელი კომპოზიტორი.
მისი მელოდიები გამჯდარია ყურშიც და გულშიც.
დიდია
ბატონი ბიძინას დამსახურება ქართული კინოს წინაშეც. არაერთი
შესანიშნავი მელოდია აჩუქა მან მაყურებელს.
ბიძინა
კვერნაძის იუმორესკები, სახიერი შეფასებები დღესაც დადის
ხალხში.
Уმოშავდნენ!Ф
-
ეს ერთი
სიტყვა, კომუნისტების დროს ოპერაში, სპექტაკლზე
თუUგასვენებაში ცეკას ბიუროს მოსვლას ნიშნავდა.
Уდემირელის მაჩალკაФ
-
იგულისხმებოდა ის პური, რომელსაც თურქული ფქვილისგან ერთ
დროს აცხობდნენ თბილისში.
ერთხელ
ქუჩაში ბატონი ბიძინა შეეჯახა ერთ ნაცნობ ხუჭუჭა ვარცხნილობით
გაწყობილ ქალბატონს, რომელიც სადღაც გარბოდა. Уრა იყო,
გოგო, დაკარგული პუდელივით რომ გარბიხარ!Ф ორი ქართველი
პოლიტიკოსის შესახებ ბატონმა ბიძინამ იხუმრა: Уგადაცემა л┬
ьшЁх цштюЄэ√ї╗ რომ არის, იმის წინ ესენი უნდა
გამოუშვა და მერე დაიწყო გადაცემაФ.
ბიძინა
კვერნაძე ჩემი მეგობარი და საყვარელი კაცია.
სამწუხაროდ, ჩემი თაობის ასეთ ბრწყინვალე
წარმომადგენელთა წრე სულ უფრო და უფრო მცირდება. ამიტომ
ჩემთვის მასთან ყოველი შეხვედრა დიდი ზეიმია და ღმერთმა ქნას,
ეს ზეიმი დიდხანს გაგრძელდეს!
რეზო
ესაძე
მუდამ
ველი
იგი
უცნაური იდუმალებითაა მოცული. სახით, სხეულით დალაიнლამას
ჰგავს, სიჩუმის უხილავი მუსიკალური ტანმოსასხამის
რაღაცნაირი, არაამქვეყნიური შრიალით. ჩვენ შორისაა თავისი
მრავალხმიანი სიმარტოვითა და სივრცეს არ აძლევს ნებას,
მტვერში დაეშვას... დაწერილი და უფრო სადღაც სულ ახლოს უხმოდ
მფრინავი დაუწერელი მუსიკით, რომელსაც მუდამ ველი,
როგორც ბავშვობის სახლთან შეხებას.
<<< უკან
|