|
მუსიკა
თეატრისათვის
ცნობილია,
რომ
მუსიკა თეატრსა და კინოში დრამატურგიის მთავარი
კომპონენტია. სხვა ქართველ კომპოზიტორებთან ერთად (ა.
ბალანჩივაძე, ს. ცინცაძე, გ. ყანჩელი, ნ. გაბუნია, ო.
თაქთაქიშვილი, ა. კერესელიძე, რ. ლაღიძე), ბ. კვერნაძემ
გარკვეული წვლილი შეიტანა რეჟისორული მიგნებებით
მრავალფეროვან თანამედროვე ქართულ თეატრში, სადაც მოღვაწეობა
მოუხდა ბევრ გამოჩენილ რეჟისორთან (მ. თუმანიშვილი, რ.
სტურუა). მათგან მ. თუმანიშვილთან კომპოზიტორს მუსიკალურად
გაფორმებული აქვს მთელი რიგი სპექტაკლებისა. დრამატულ
თეატრთან ბ. კვერნაძე დაკავშირებულია შემოქმედების
დასაწყისშივე (1955 წ.).
მ.
თუმანიშვილისა და ბ. კვერნაძის თანამშრომლობით შექმნილი
სპექტაკლებიდან უნდა გამოიყოს ჭინჭრაქა (1962 წ.),
რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მარტო თეატრის
ცხოვრებაში, არამედ კომპოზიტორის შემოქმედებაშიც
(მხედველობაშია ბალეტი ბერიკაობა
-
1973 წ., რომელშიც გამოყენებულია სხვადასხვა მუსიკალური სახე
ამ სპექტაკლიდან). რაც შეეხება თანამშრომლობას რ. სტურუასთან,
რომლის საუკეთესო დადგმებში მუსიკა ერთერთ უმნიშვნელოვანეს
როლს თამაშობს, კომპოზიტორს დაწერილი აქვს მუსიკა
სპექტაკლებისათვის, საბრალდებო დასკვნა ნ. დუმბაძის
მიხედვით (1972 წ.), პ. კაკაბაძის ყვარყვარე სათვის
(1974 წ.) და დრამატული პამფლეტისათვის დაკრძალვა
კალიფორნიაში (1983 წ.), ბ.კვერნაძე რ. სტურუას მიერ
დადგმულ საოპერო სპექტაკლს იყო მერვესა წელსა (1982
წ.) ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა დადგმის
ორიგინალობის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ ბ. კვერნაძე გ.
ლორთქიფანიძის უსაყვარლესი კომპოზიტორია. მათ მჭიდრო
შემოქმედებითი ურთიერთობა აქვთ. 1997 წლის 28 სექტემბერს
თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დაიდგა
მათი ერთობლივი საოპერო სპექტაკლი კოლხთა ასული.
მუსიკა
დრამატული სპექტაკლებისათვის
ი.
ვაკელი. საქმიანი კაცი. რუსთაველის თეატრი. დადგმა
მ.
თუმანიშვილისა. 1955წ.
კ.
ბუაჩიძე. ამბავი სიყვარულისა. რუსთაველის თეატრი.
დადგმა
მ.
თუმანიშვილისა. 1955წ.
გ.
ნახუცრიშვილი. ჭინჭრაქა. რუსთაველის თეატრი.
დადგმა
მ.
თუმანიშვილისა 1962წ.
უ.
შექსპირი. ზაფხულის ღამის სიზმარი. რუსთაველის თეატრი.
დადგმა
მ.
თუმანიშვილისა. 1963წ.
დ.
კლდიაშვილი. დარისპანის გასაჭირი. რუსთაველის თეატრი.
დადგმა
მ.
თუმანიშვილისა. 1963წ.
ბ.ბრეხტი."ჯარისკაცი ჯარისკაცია" მოსკოვის ლენინური
კომკავშირის სახ.
თეატრი.
დადგმა მ. თუმანიშვილისა. 1965წ.
ლ.
ქიაჩელი. გვადი ბიგვა. რუსთაველის თეატრი. დადგმა
მ.
თუმანიშვილისა 1966წ. ნ.
ნ.
დუმბაძე. საბრალდებო დასკვნა. რუსთაველის თეატრი.
დადგმა რ. სტურუასი 1972წ.
პ.
კაკაბაძე. ყვარყვარე. რუსთაველის თეატრი. დადგმა რ.
სტურუასი 1974წ.
დრამატული
პამფლეტი. დაკრძალვა კალიფორნიაში. რუსთაველის თეატრი.
დადგმა რ. სტურუასი. 1983წ.
გ.
ფანჯიკიძე. თვალი პატიოსანი. კ. მარჯანიშვილის თეატრი.
დადგმა ნ. გაჩავასი. 1983წ.
...თეატრი ყოველთვის მიყვარდა. სანამ არ არსებობდა
ტელევიზია, ახალგაზრდობა დიდად ეტანებოდა თეატრს. თეატრის
სიყვარული დღესაც არ გამნელებია და ხშირად ვესწრები კიდეც
სპექტაკლებს. მაშინ კი ცხოვრება თეატრის გარეშე საერთოდ
წარმოუდგენელი იყო. ახალგაზრდები ყოველდღე თეატრში
ვიყავით. ახლა ძნელია, გავიხსენო, თუ როგორი მხატვრული
ღირსებების იყო ესა თუ ის სპექტაკლი, როგორი იყო
რეჟისურა, მაგრამ უცილობლად მახსოვს მსახიობთა საოცარი
პლეადა. იმ დროის კრიტიკოსთა ყურადღებაც სწორედ მათკენ იყო
მიმართული, სპექტაკლის სხვა მხარეებზე კი შედარებით
ნაკლებად მსჯელობდნენ. აი, რას ნიშნავს ასეთი
შემოქმედებითი ძალები. ამგვარად, თეატრი ჩემი ცხოვრების
განუყოფელი ნაწილი იყო და ახლაც არის...
...კარგად მახსოვს ჩემი პირველი თეატრალური ნამუშევარი
და არც არასოდეს დამავიწყდება. 1953 წელს, კონსერვატორიის
დამთავრებისთანავე, მიხეილ თუმანიშვილმა მიმიწვია
რუსთაველის თეატრში და შემომთავაზა სპექტაკლის ამბავი
სიყვარულისა მუსიკალური გაფორმება. მშვენიერ თეატრში, ასეთ
შესანიშნავ მსახიობებთან და რეჟისორთან რაკი მოვხვდი,
ძალიან მოვინდომე, დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ამ
ნამუშევარმა ბევრი რამ მომცა. მართალია, სწავლის
პერიოდშიც ბევრს ვწერდი, მაგრამ პრაქტიკულად თუ არ
განახორციელე ჩანაფიქრი, თუ არ მოისმინე საკუთარი
ნაწარმოები, მხოლოდ ნოტებთან პი რისპირ ყოფნა გამოდის,
სხვა არაფერი. სტუდენტებს კი საკუთარი ნაწარმოებების
შესრულების საშუ ლება არ გაგვაჩნდა. ამიტომაც თითქმის არ
ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ინსტრუმენტობა. როდესაც
საკუთარი ყურით მოისმენ, რას აკეთებ, როგორ ჟღერს ყოველივე
ორკესტრში, მერე შენსასაც მიაგნებ.
...მაშინდელ თეატრში ორკესტრის შემადგენლობა მცირე იყო.
იძულებული ვიყავი, ამ მცირედი ძალებით მაქსიმუმისათვის
მიმეღწია. ეს იყო ჭეშმარიტი სწავლის, საკუთარი თავის
შეცნობის პროცესი. ამგვარად, თეატრი ჩემთვის ერთგვარი
შემოქმედებითი ლაბორატორია იყო.
...ძნელია
ყველა ნამუშევრის გამოყოფა, მაგრამ არ შემიძლია, არ
აღვნიშნო სპექტაკლი ჭინჭრაქა. ამ სპექტაკლზე
მუშაობისას პირველად შევხვდი სერგო ზაქარიაძეს. შემდგომ
ძალიან დავუახლოვდი მას. დიდი მსახიობი და შესანიშნავი
პიროვნება იყო. მაოცებდა მისი შრომისუნარიანობა. რეპეტიცია
თერთმეტ საათზე იწყებოდა ხოლმე. ის კი ყოველთვის ადრე
მოდიოდა. ძალიან ბრაზდებოდა, როცა ახალგაზრდები
აგვიანებდნენ. რადიოში კი ამ სპექტაკლის მუსიკის ჩასაწერად
რომ მივდიოდი, იქაც კი წამომყვა, თუმცა ეს მას სრულიადაც
არ ევალებოდა. სერგო ზაქარიაძე ძალაუნებურად აგანთებდა
ხოლმე... სპექტაკლის მხატვრული ღირსებები მნიშვნელოვნად
განსაზღვრა დიდი მსახიობის ასეთმა დამოკიდებულებამ.
...საერთოდ, თუკი რეჟისორი დაგაინტერესებს, ძალაუნებურად
იმგვარ ფორმაში დგები, რომ ტყის სიმღერასაც მიაგნებ და
სახლისასაც (სპექტაკლი ჭინჭრაქა). რაც შეეხება
ჩანაწერს და სანოტო მასალას, დასანანია, რომ იგი
როგორღაც უკვალოდ გაქრა. როდესაც ჩვენ გვერდით დიდი
ადამიანები ცხოვრობენ, ასე გვგონია, რომ მარადიულნი
იქნებიან და ეს შესაძლებლობებიც მუდამ გვექნება. მთავარია
ჩვენი მხრიდან ზრუნვა ამ ღირებულებების შენარჩუნებაზე.
...ჩემი
შემოქმედების ძირითად ხაზს წარმოადგენს თეატრალურ
ლიტერატურული სახეობრიობა. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ
ტექსტს. არ მიყვარს, როდესაც ე.წ. ბალვანკას აკეთებენ
-
ჯერ მუსიკას წერენ და ტექსტს მერე მიუსადაგებენ ხოლმე. პოეზია
თვითონ გვკარნახობს მუსიკის წყობას. ლიტერატურულპოეტურ
ტექსტში შეიძლება ისეთ ინტონაციას მიაგნო, რომელიც
სიახლის იმპულსი გახდება. ამასთან, მარტივი გზები არ უნდა
ეძებო. თუკი რთულ ამოცანას დაისახავ, სასურველს აუცილებლად
მიაღწევ, ასეა თეატრთან მიმართებაშიც. კარგი პიესა
ყოველთვის ახდენს გავლენას და მუსიკაშიც მჟღავნდება... მე კი
საგანგებოდ ვცდიდი მუსიკალურ მასალას იქ, რათა შემდეგში იგი
სხვა ნაწარმოებისათვის გამომეყენებინა... არა აქვს
მნიშვნელობა, ვისთვის წერ მუსიკას
-
სოფლის კლუბისთვის, თეატრისა თუ კინოსთვის. პასუხისმგებლობა
ყველგან ერთი და იგივე გეკისრება. საერთოდ, ეს რთული
პროცესია... მაგალითად, კინოში ზოგი რეჟისორი ფილმს,
როგორც საკუთარ ქმნილებას, ისე უყურებს. მას სხვა
ადამიანის, სხვა ინდივიდუალობისა თითქოს ეშინია. ამას კი
თეატრსა და კინოში ვერ გაექცევი. ვისაც ეს არ უნდა, ვურჩევ
ხოლმე, რომ მუსიკალურ გამფორმებელს მიმართოს, რომელსაც
შეუძლია, ათასგვარი ხერხებით გააკეთოს მუსიკა.
სინთეზატორებით, აკორდების აკორდებზე დასმით, სხვადასხვა
სახის ხმაურით ქმნიან რაღაც მუსიკის მსგავსს, მაგრამ ეს
ყველაფერი თავისი ჟღერადობით ერთმანეთს ჰგავს და შორსაა
ჭეშმარიტი მუსიკისაგან, ვინაიდან აქ პიროვნება არ ჩანს.
ამასთან, სინთეზატორებით ჩაწერა კომპოზიტორს აზარმაცებს.
ერთიორჯერ მეც ვცადე ეს ხერხი, მაგრამ დავრწმუნდი,
რომ შემოქმედს ვერანაირი სინთეზატორი ან სხვა აპარატურა
ვერ შეცვლის. ჯერჯერობით ასეა, მომავალში კი ვნახოთ, რა
იქნება. ვფიქრობ, რომ სპექტაკ ლისა და კინოსათვის
კომპოზიტორი აუცილებელია. იგი თავის ინდივიდულობას სძენს
ფილმს და თუ ეს დაემთხვა რეჟისორის ჩანაფიქრს, იმ შემთხვევაში
გამოდის ფილმი თუ სპექტაკლი მაღალი მხატვრული დონისა...
...მე
მქონდა ბედნიერება, მემუშავა მ.თუმანიშვილთან, გ.
ლორთქიფანიძესთან, რ.სტურუასთან, თ.აბულაძესთან,
რ.ესაძესთან, ბ. ხოტივართან, ნ. სანიშვილთან, გ. მელივასთან
და სხვებთან. ეს ის რეჟისორებია, რომლებთანაც ჩემი
ჩანაფიქრი ყოველთვის თანხვედრაში მოდიოდა.
...თეატრთან ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობ. ვხვდები
ახალ საინტერესო პიროვნებებს... თეატრში მუშაობა ძნელია,
ქორეოგრაფი თავისას ითხოვს, რეჟისორი
-
თავისას. დიდი შემოქმედებითი კმაყოფილება მომანიჭა გიგა
ლორთქიფანიძესთან მუშაობამ (იმის მიუხედავად, რომ მის
ფილმებში მუსიკა ძველი სნაიპერივით უნდა ჩასვა). ჩემი
მუსიკა არა მარტო მოერგო მის ფილმებს, მე თვითონაც ჩემთვის
ახალი ინტონაცია ვიპოვე. ისეთი მუსიკალურია, რომ მე მას
სიყვარულით ყურშას ვეძახი. გიგამ გადამწყვეტი როლი ითამაშა
ჩემს პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში. ის ჩემი მეგობარია და
ძალიან მიყვარს.
...ყოველმა მათგანმა უნდა გაიცნობიეროს, რომ როცა
კომპოზიტორს იწვევს, ნაწილობრივ უნდა ენდოს მას. თუ ეს
პრინციპი დაირღვა, ნამუშევარი ვერ აღწევს სასურველ დონეს.
ზოგ რეჟისორს თითქოს ეშინია მუსიკის. ადრე სამოცკაციანი
ორკესტრისათვის გვაწერინებდნენ ხოლმე მუსიკას, მერე კი
ფილმში სხვადასხვა ხმაურით (ლოდების დაგორებით და ა.შ.)
ჩრდილავდნენ მას. ხშირად მითქვამს რეჟისორისათვის, ან ქვა
ჩამოაგორე უფრო ხმამაღლა და ჩვენ ნუ გვაწვალებ, ან, თუ
გვაწვალებ, ქვის მაგივრად მუსიკა ააჟღერემეთქი. კარგი
რეჟისორები ამას, რა თქმა უნდა, არ აკეთებენ...
...თეატრსა და კინოში მუსიკა განუყოფელი უნდა იყოს მთლიანი
დრამატურგიისაგან. იგი უნდა ეხმარებოდეს რეჟისორს
ჩანაფიქრის გახსნაში. კომპოზიტორმა უნდა შექმნას მთლიანი
მუსიკალური დრამატურგია, თუ ასეთი საერთოდ შესაძლებელია
თეატრში. ადრე ზოგიერთი კინორეჟისორი მონტაჟის პერიოდში
რომელიმე ერთ მუსიკალურ ლაიტთემას ტოვებდა ხოლმე. ეს
ხშირ შემთხვევაში სცენარის უვარგისობით იყო განპირობებული.
თუკი სცენარში რაღაც არ ვარგოდა, მას კვეცდნენ,
ამდენად, მუსიკაც იკვეცებოდა. ეს იწვევდა მუსიკალური
დრამატურგიის რღვევას. შედეგი ალოგიკური იყო.
...მე
დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ ჟანრში, როგორიც
გახლავთ კომედია. რამდენჯერმე შევთავაზე კიდეც
დრამატურგებს, მაგრამ ეს ისეთმა რეჟისორმა უნდა გააკეთოს,
ვინც კარგად გრძნობს მუსიკას, იცის სიახლის, ინტონაციის
გემო. სხვაგვარად მუსიკალური ფილმი არ გამოვა. აი,
მაგალითად, ისეთ პიროვნებას, როგორიც რეზო გაბრიაძეა,
შესანიშნავად შეუძლია შექმნას კომიკური ოპერის ლიბრეტო და
განახორციელოს კიდეც დადგმა, მაგრამ, ჩანს, ეს მის გეგმებში
არ შედის.
კომიკური
ჟანრების სიმცირე დრომაც მოიტანა. ერთი მხრივ, რა პირქუში
დროცაა, ისე პირქუშადვე ვწერთ. მეორე მხრივ, ყველა დროში
ძნელი იყო სინათლის შეტანა ხელოვნებაში, კერძოდ, მუსიკაში.
კიდევ კარგი, რომ რელიგიას მივუბრუნდით, ეს რაღაც ახალს,
პოზიტიურს მოიტანს ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში.
რობერტ
სტურუა
პატივი
მივაგოთ, მოვეფეროთ
XX
საუკუნის 90იანი წლებიდან წყვდიადში აღმოვჩნდით.
ნანატრი თავისუფლება, რომელიც დაუძლურებულმა გველეშაპმა
გვიბოძა, ვერ ვიგუეთ, ვერ შევიფერეთ. ასე მგონია,
უგუნურებამ, სიბნელემ, აღზევებულმა ბრბომ (რას
ვიფიქრებდი, ჩემი ერი ბრბოდ თუ იქცეოდა) ყველაფერი
წალეკა, ყველაფერი, რაც კი წმინდა და სათაყვანებელი
გაგვაჩნდა. ერთი შეხედვით, თითქოს და სულმა ბოროტმა
სძლია კეთილს... და როცა სასოწარკვეთილმა ამ თვალით
გადავხედე ჩემი ქვეყნის წარსულს, მომეჩვენა, რომ
საქართველო მუდამ სულმდაბალთა ხელში იყო. მაშინ ვინღა
ააშენა ნიკორწმინდა, ვინ გვაჩუქა ვეფხვი და მოყმე, ვინ
ააჟღერა კრიმანჭული, მრავალჟამიერი, ვინ მოხატა
გელათი... ბოლოს მივხვდი, რომ ეს ერთეულების ხვედრია
-
უკვდავყონ
თავიანთი მამულის სული, ერთეულებისა, რომელთა სახელები,
მეფეთაგან, დიდებულთაგან განსხვავებით, ჩვენდა
სამარცხვინოდ, დღემდე უცნობია. და ვიდრე ვიცით, რომ
თითქოს სადა, უბრალო, მაგრამ საოცრად გულშიჩამწვდომი
მელოდიები ბიძინასია, პატივი მივაგოთ, მოვეფეროთ ერთ
გამორჩეულ ქართველ კაცს, რომელიც გარიდებია ამქვეყნიურ
ამაოებას და მჯერა, თავისი სევდიანი შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მიიტანს.
თემურ
ჩხეიძე
სულ თან
მდევს
ბიძინა
კვერნაძე მაღალი რანგის შემოქმედია. მის მუსიკას აქვს ის
თვისება, რომ თუ ერთხელ მოისმინე ესა თუ ის თემა, მერე
აღარ განებებს თავს, გუნებაში სულ ვმღერი მის თემებს,
სულ თან მდევს მისი მუსიკა. ერთი შეხედვით როგორი ნათელი
თემაც არ უნდა ჰქონდეს, თან სდევს ფარული სევდა,
ნაღველი. ეს ისეთიU სევდაა, რომელიც გენატრება (სევდა,
მე მგონია, ბედნიერების მოთხოვნილებაა და არა მოწყენილობა).
ბევრს
წერს თეატრისათვის. ვინაიდან მე თეატრში გავიზარდე,
ბიძინა კვერნაძის მუსიკა პირველად აქედან აღვიქვი. სიღრმე
მისი მუსიკიდან მერე და მერე შემოვიდა ჩემში.
მე
მეცოდება ის, ვინც არ იცნობს მის იუმორს და არ მოუსმენია. ის
საოცრად სახიერია, მისი სულის ნაწილია. გარდა იმისა, რომ
როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ, მიყვარს. ეს
სიყვარული გენეტიკურად მაქვს, მამაჩემს უყვარდა
ძალიან, ის რაღაც ნაწილია მამაჩემის. სულ მენატრება
ბიძინა.
რეზო
გაბრიაძე
რამდენიმე
ათეული წელია, ბიძინა აფერადებს და ამშვენებს ჩვენს
არეულდარეულ ცხოვრებას, ცდილობს რა, მოიყვანოს ის
ჰარმონიაში.
მისი
მუსიკა ძალზე პოპულარული იყო, გაუძლო დროს... ვფიქრობ,
მომავალიც გრძელი აქვს და ბედნიერი. მის მუსიკალურ პორტრეტს
ვანდობ მუსიკისმცოდნეებს, მე უფრო მის ადამიანურ თვისებებზე
ვიტყოდი.
ბიძინა
ისევე დადის ცხოვრებაში, როგორც ქუჩაში. ის არ ხმარობს
იდაყვებს, არ აბიჯებს ფეხებზე. ბიძინა ეკუთვნის უკვე
გადაშენებული ქართული (იმერულკახური) ინტელიგენციის იმ წრეს,
რომელიც ქმნიდა დიდი ქართული კულტურის სასიცოცხლო არეს და
რომლისგანაც წარმოიშვა XIXXX საუკუნეების უზარმაზარი
ქართული კულტურა. სწორედ ამ ქართული კულტურის
წარმომადგენელია თვითონ ბიძინაც.
მას
ახასიათებს ჩვენში იშვიათი რამ
-
იუმორი,
საკმაოდ მწარე, მაგრამ ყოველთვის დაყრდნობილი აზრზე.
იგი ყოველთვის მხატვრულია. ამ იუმორს, როგორც ინტელექტის,
აზროვნების ნაყოფს, იგი ხმარობს მეტად ზომიერად და
შეუმჩნევლად. ასეთებზე ამბობენ, რა ლამაზი ადამიანიაო,
როგორ არ გვაწუხებს ჩვენ, როგორ იცის დროზე გაქრობა და
ასევე მოულოდნელად და მოკრძალებით გამოჩენა თქვენ
წინაშე. ღიმილი კი მომხიბვლელი, ალბათ, ჩვენს დროში
ერთადერთი, ვინც ამას გვთავაზობს მორიდებულად,
აბსოლუტურად, სრულიად უამბიციოდ.
ბიძინასთან შეხვედრა კი ყოველთვის სასიხარულოა; მისივე
ნათქვამის არ იყოს, როგორც ძველი ახალი წელიწადი და
ჰგავს ძველი ახალი წლის მოსვლას, დავიწყებულ უნაბს და
მოულოდნელ ცივ ზღმარტლს.
თენგიზ
არჩვაძე
ძალზე
პოპულარული
ბატონი
ბიძინა უბრწყინვალესი პიროვნება და კომპოზიტორია.
კ.
მარჯანიშვილის სახელობის თეატრში რეჟისორმა ნ. გაჩავამ
დადგა სპექტაკლი გ. ფანჯიკიძის რომანის მიხედვით თვალი
პატიოსანი, სადაც მე ოთარ ნიჟარაძის როლს ვასახიერებდი.
სპექტაკლს ლაიტმოტივად უნდა გაჰყოლოდა რომელიმე ლექსი.
ავარჩიე გალაკტიონის შემოდგომის ყვავილებს. რეჟისორს
ვურჩიე, მუსიკა დაეწერა ბიძინა კვერნაძეს. შეიქმნა
შესანიშნავი რომანსი, რომელიც შემდგომ რამდენადმე
სახეშეცვლილად აჟღერდა სატელევიზიო მრავალსერიიან ფილმში
დათა თუთაშხია და ძალზე პოპულარული გახდა.
ნოდარ
გურაბანიძე
ბუნების
რჩეული
ბიძინა
კვერნაძე ბუნების რჩეულია თუნდაც იმით, რომ მას ერთს
ესმის ის სულისშემძვრელი, ვიტყოდი, სულის წარმტაცი
მელოდია, რომელსაც ჩვენ ოცნებათა და მირაჟთა ქვეყანაში
გადავყავართ, რომელიც გვავიწყებს ცხოვრების ხმაურს,
ფარავს დროის უჟმურ ხმებს და გაუსაძლის კაკაფონიას
მიჩვეულ ჩვენს სმენას ორფეოსის ქნარის რხევით ატკბობს. წამით
ისიც კი მგონია, რომ მისი მუსიკა ყოვლისშემძლეა და მას
დეტონაციების სამყაროშიც კი ძალუძს ჰარმონიის დამყარება,
მშვენიერების ზეიმის გამართვა და მსუბუქი ეფემერული
თავდავიწყების მონიჭება. მისი მელოდიის მშვენიერება
კლასიკურ სიმაღლემდე ადის ხოლმე. მაგრამ ის როგორღა
ავხსნათ, რომ ბიძინა კვერნაძე იმათაც აჯადოებს, ვისაც
მისი მუსიკა ნაკლებად მოუსმენია?
აქ მისი
ბუნების იდუმალებას მივადექი. იშვიათად შემხვედრია
ადამიანი, რომელიც ყველგან და ყოველთვის ბუნებრივი იყოს.
ბიძინა კვერნაძე, რასაკვირველია, დიდი კომპოზიტორია,
ამდენად, იგი მუსიკალური სამყაროს მშვენებაა. მაგრამ იგი
ასევე ამშვენებს მწერალთა, მხატვართა, თეატრალთა
საზოგადოებას. სრულებითაც არ ცდილობს ხელოვანთა ამ
მრავალფეროვან სპექტრში გამორჩევას. ყველა ინტუიციით
გრძნობს, რომ მათ შორის უნიჭიერესი კაცი დგას და უმალ
პატივისცემით (რომელიც ხშირად აღტაცებაში გადადის)
იმსჭვალება მის მიმართ. მე ამას არ მივაწერ მხოლოდ მის
განსაცვიფრებელ გონებამახვილობას. იგი სავსეა სიკეთით და
ნიჭით და, რაც მთავარია, სავსეა მუსიკით, რომელიც ჩვენთვის
აუხსნელი ძალით მოქმედებს ადამიანებზე. მე ამას, გადატანითი
აზრით, სულის მუსიკას ვუწოდებდი.
ჟანრი
ლოლაშვილი
ქვეყანასაძმაკაცოეთი
მეგობრობა
და ადამიანებთან ურთიერთობა ბიძინა კვერნაძის ცხოვრებაში
პირველ პლანზეა. ის ჩემი უფროსი მეგობარია, არაჩვეულებრივი
ქართველი კაცი, საოცარი იუმორის პატრონი. ბიძინა არის
ავტორიტეტი. მასთან ურთიერთობა ყველა კონტექსტში ნებისმიერი
კულტურული ადამიანისათვის ბედნიერებაა. მას აქვს
არაჩვეულებრივი ფორმალური აზროვნების უნარი როგორც
მუსიკაში, ისე ზეპირსიტყვიერებაში. იგი არაორდინალური
პიროვნებაა. მე ძალიან მიკვირს, როდესაც სხვადასხვა
მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა თუ ფესტივალების დროს ის
არ მონაწილეობს ხოლმე, როგორც მთავარი შემფასებელი.
საინტერესოა მისი აზრი თანამედროვე მუსიკალურ
ხელოვნებაზე. ის მიმდინარეობა, რასაც დღეს ავანგარდს
ეძახიან, ბიძინამ შესანიშნავად იცის. ჩემი აზრით,
თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა შორის ნამდვილი
მელოდისტია. არ მეგულება ქართველი კაცი, რომელსაც არ
უყვარდეს ბიძინა წრფელი დამოკიდებულებით, ასეთივე
წრფელია თავად სხვის შეფასებებშიც. მას ბევრი ნაწარმოები
აქვს დაწერილი, ფენომენალურია მისი ოპერა ჩვენისთანა
ბედნიერი ილია ჭავჭავაძის მიხედვით (მქონდა ბედნიერება,
ვიწრო წრეში გავცნობოდი ამ ოპერას ავტორის შესრულებით
რამდენიმე მუსიკოსთან სამწუხაროა, რომ ის არ დადგმულა.
საინტერესოა მისეული სამყაროს შექმნის საშუალებები. აქ იგი
დიდი მაესტროა. პირადად მე ყველასაგან გამოვარჩევ მუსიკალური
ნაწარმოების შექმნის მისეულ თეორიას, ფორმას, მისი
შემადგენელი ნაწილების განლაგებას და ურთიერთშეფარდებას,
ხასიათს, ტემპს და, რაც მთავარია, ბგერათა ჰარმონიულ
შეხამებას და თანაჟღერადობას, ბგერათა მხატვრული სახეების
ერთობლიობას. გენიალურია კინომუსიკა, რომელიც
არაჩვეულებრივს ხდის მაესტროს პორტრეტს და მის განუსაზღვრელ
შესაძლებლობებს. იგი პანიკურად არ განიცდის დროის
სრბოლას და არც არავინ დაუწევია უკან იდაყვებით თავისი
პერსონის წარმოსაჩენად, არც გენიალურთა მწკრივში
ჩაწერაზე და ამ სიაში შევარდნაზე უწრიალია. ბიძინა
თავისუფალია, დინჯია და გამორჩეულობაზე არ ფიქრობს. სწორედ
ამიტომ არის იგი ყველასათვის საყვარელი, სუფთა,
განსაკუთრებული და გამორჩეულიც. იგი მოვლენაა ქართულ
ხელოვნებაში. ბიძინას მუსიკას უცხოეთში გადაცხოვრებული
და სამშობლოდან გადახვეწილი მუსიკოსის პასაჟები არა
აქვს, მისი ნაწარმოებები დამზადებულია საქართველოში და
ხარისხის უმაღლესი ნიშანი აქვს. სამშობლოდან
გადაცხოვრებულში, რასაკვირველია, არ ვგულისხმობ
არაჩვეულებრივ გია ყანჩელს, რომელიც ბიძინას ნამდვილი
ძმაკაცი და მეგობარია. საქართველოში ყველასათვის ცნობილია
ტრიუმვირატი _ გიაჯანობიძინა. და საერთოდ, მისი
საძმაკაცოეთიდან ცალკეულ პიროვნებათა ჩამოთვლა ძნელი და
გაუთავებელი საქმე იქნებოდა. პირდაპირ შეგვიძლია
ვთქვათ, ბიძინას საძმაკაცოეთი მთელი საქართველოა!!!!
სიტყვის ბოლოს ოთხი ძახილის ნიშნის დასმა მომინდა,
რატომ?
- თავად
მე ძალიან კარგად ვიცი, ეიფორიაში არ გახლავართ. იმიტომ, რომ
ვუსმენ მის გენიალურ მუსიკას, ბედნიერი ვარ მასთან
ურთიერთობით და, რაც მთავარია, სულ ვფიქრობ მასზე,
რადგანაც მიყვარს.
<<< უკან
|