|
ჯანსუღ
კახიძე
მისი
მუსიკა XXI საუკუნეშიც იცოცხლებს
...ჩვენ
გვაკავშირებს თითქმის 40 წლის მეგობრობა და შემოქმედებითი
ურთიერთობა. ერთად გაგვივლია როგორც ჭირვარამი და ბევრი
სირთულე, ისე უამრავი სასიხარულო მომენტი. ბატონი ბიძინა
ყოველთვის გამოირჩეოდა სათუთი დამოკიდებულებით მეგობრების
მიმართ. არაჩვეულებრივად ნათელი, შეიძლება ითქვას,
გასხივოსნებული ბუნებით, რაც მის გარემომცველ საზოგადოებაში
მხოლოდ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობას იწვევს.
რაც
შეეხება ბიძინა კვერნაძის შემოქმედებას, მე ყოველთვის
აღვნიშნავდი, რომ მას მელოდიკის შეგრძნების უნიკალური ნიჭი
აქვს, რომელიც მუდამ გამოსჭვივის მის მუსიკაში, იქნება ეს
სიმღერა თუ სიმფონიური ნაწარმოები. ბატონი ბიძინა
ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთების კომპოზიტორია და მისი
შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების
თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ეტაპია. მე მჯერა, რომ ბიძინა
კვერნაძის მუსიკა ოცდამეერთე საუკუნეშიც იცოცხლებს როგორც
სცენაზე, ისე ქართველი ხალხის გულებში, მის სიმღერებს კი
კიდევ ბევრი თაობა იმღერებს.
მინდა
ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, გარდა ამისა, რა
თქმა უნდა, შემოქმედებითი წარმატებები და ახალი პროფესიული
მიღწევები. მინდა, რომ ქართულ საზოგადოებას დიდხანს
ახარებდეს ბიძინას უბადლო სიმღერები, მისი მახვილგონიერება
და ღიმილი.
<<< უკან
|