|
იოსებ
კეჭაყმაძე
სინათლე, სითბო და სილამაზე
ადამიანის
ცხოვრება და შემოქმედება ძირითადად იმით ფასდება, თუ რა
შექმნა მან. არსებობს შეფასების სხვა გზაც, რაც უფრო
თვალსაჩინოდ, გამოკვეთილად და სრულად წარმოაჩენს პიროვნების
ღვაწლს -
რა იქნებოდა, ეს ადამიანი საერთოდ რომ არ ყოფილიყო ან სხვა
პროფესია აერჩია?..
ბიძინა
კვერნაძის გარეშე რამდენი სინათლე, სითბო და სილამაზე
დააკლდებოდა ქართულ მუსიკას! და თუ იმასაც
გავითვალისწინებთ, რომ შემოქმედება ხელოვანის სულის
ანარეკლია, მაშინ ნათელია, თუ ვინ ჰყავს ქართულ კულტურას
ბიძინა კვერნაძის სახით.
<<< უკან
|