ცხოვრების
წესით, ტკივილის განცდით, თმენით, მომავლის რწმენით,
მშვენიერებისა და სიყვარულისადმი ერთგულებით ბიძინა
კვერნაძე ჭეშმარიტი პოეტია, რადგან მისი ღვთაებრივი ძალით
შთაგონებული ბგერათა მწკრივი, ბავშვური სისპეტაკითა და
ტრაგიზმის მკაცრი უბრალოებით შემკული, ყოველთვის იქცევა
საუკუნის მელოდიად.