მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

ბალეტი

 

რაც  შეეხება  სახვით  ხელოვნებას,   კომპოზიტორის  შთაგონების  წყაროდ  იქცა  დიდი  ქართველი  მხატვრის,  ლ.  გუდიაშვილის  შემოქმედება.  1964  წელს  თბილისის  ოპერისა და  ბალეტის  თეატრში დაიდგა ბ. კვერნაძის  ბალეტი  „ქორეოგრაფიული ნოველები“ („მხატვრის სახელოსნოში“,   „მეთევზეების ცეკვა“,  „მწუხრის ზარი“ და „სერაფიტა“).

მხატვრის დაღლილ წარმოსახვაში ჩაიქროლებს აჩრდილისებრი ზმანება, გაცოცხლდება თავგუნება სურათები.

მეორე ნოველა ორი ნაწილიდან შედგება. ნაპირზე შეკრებილი ქალები ელოდებიან მეთევზეების დაბრუნებას ("მოლოდინი"). შეხვედრის სიხარული და ცეკვის სტიქიით აღტაცება გადმოცემულია "ცეკვა-ფანტაზია"-ში.

დასასრულში ნოველა "სერაფიტა" ასახავს რაინდულ ტურნირს და სამეფოკარის მასხარის რომანტიკულ სიყვარულს  მშვენიერი ამაყი სერაფიტას მიმართ.

ვახტანგ გუნაშვილი

მე ვცეკვავდი მის ბალეტებში

 

 გამორჩეულად  მიყვარს ბიძინა კვერნაძის  მუსიკა. იგი  ხომ მსხვილი ფორმის ნაწარმოებების გვერდით შესანიშნავი  ლირიკული  სიმღერების  ავტორია,   სრულიად  ეროვნული  მანერითა და შინაარსით.

 მე  ვცეკვავდი  მის  ორსავე  ბალეტში.  1964  წელს  თბილისის  ოპერისა  და  ბალეტის  თეატრში  დაიდგა  ლადო  გუდიაშვილის  სურათების  მიხედვით  შექმნილი    ბ. კვერნაძის ბალეტი “ქორეოგრაფიული ნოველები”,  სადაც  ორ როლს ვასახიერებდი - მეოცნებე მხატვარს (“მხატვრის  სახელოსნოში”) და გროტესკულ მასხარას (“სერაფიტაში”).  ბალეტის მუსიკა ლირიკულ ხასიათს ატარებს.

1973 წელს კი ჩვენს თეატრში ბატონი ბიძინას მეორე  ბალეტი  -  “ბერიკაობა”  განხორციელდა  (მოგვიანებით  კომპოზიტორმა ამ ბალეტის მიხედვით შექმნა ქორეოგრა­ ფიული  პოემა  დიდი  სიმფონიური  ორკესტრისათვის).  ამჯერად ვცეკვავდი თხის ნიღაბს,  რომელიც ფილოსოფიური  სიღრმითა და იუმორით იყო აღსავსე. ბალეტი აგებულია  უძველესი ქართული სანახაობის მიხედვით,  რომლის მუსიკა  ბ. კვერნაძემ თანამედროვე ჰარმონიული ენით აამეტყველა.

 

 

<<< უკან

 

 

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz