ანზორ
ერქომაიშვილი
სიყვარულის მფრქვეველი
...იშვიათად თუ ღირსებია ვინმეს ხალხის ისეთი აღიარება და
სიყვარული, როგორიც ბიძინა კვერნაძეს. უყვარდე შენს ხალხს,
ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
იგი
მუსიკის ნამდვილი დიდოსტატი და ღირსეული მამულიშვილია.
მისი ულამაზესი ქმნილებები ხალხმა აიტაცა, ვინაიდან ბიძინას
მუსიკა ისეთივე ხალასი და გულწრფელია, როგორიც თვითონ
გახლავთ მეგობრების წრეში.
იშვიათია
კაცი, რომელშიც ასე იყოს შერწყმული მაღალნიჭიერება და
არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებები. ბიძინა კვერნაძეს
ერთი საოცარი თვისებაც აქვს, იგი ანდამატივით იზიდავს
ხალხს. მე არ მინახავს კაცი, რომელსაც ასეთი დიდი სამეგობრო
ჰყავდეს. უბედნიერესი კაცი გახლავართ, ვინაიდან ბიძინა ჩემი
კარის მეზობელია და ყოველდღიური ურთიერთობით ცხოვრებას
მიადვილებს. ჩვენი მეგობრობა გაჟღენთილია ისეთი
სიყვარულით, რომელიც სამაგალითოდ გაჰყვება შთამომავლობას.
არ ვიცი,
დედამიწაზე კიდევ თუ დადის ისეთი უბოროტო კაცი, როგორიც
ბიძინა კვერნაძეა. ამასთან, იგი თავისი მუსიკითა და
იუმორით იმდენად პოპულარულია, რომ მასზე ლეგენდები დადის.
ღმერთმა
ნუ მოუშალოს საქართველოს ბიძინა კვერნაძის ლამაზი მუსიკა და
იუმორი.
<<< უკან
|