მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

თენგიზ მირზაშვილი

ერთ­ერთი უნიჭიერესთა შორის

 

 ორმოციოდე წლის წინ გია ყანჩელმა მანქანით გამომიარა  /წავკისში მიდიოდა/ და ასე მითხრა: წამოდი,  საოცრება უნდა  გაჩვენოო. ბიძინა ბუდასავით იჯდა მაგიდასთან, ეცვა ძალიან  თეთრი  ფერის ტანსაცმელი. მას  შემდეგ  ვიცნობ და ვერ  წარმომიდგენია,  არ ვიცნობდე.

 კვერნაძეები  წარმოშობით  იმერლები  არიან.  მამამისი  წლების განმავლობაში მუშაობდა სიღნაღში. იქ დაოჯახდა.  იყო  აფთიაქის  გამგე.  ეს  მშვენიერი  ქალაქი  მეც  და  ბიძინასაც ძალიან გვიყვარს და ერთადაც ვყოფილვართ მის  მოსანახულებლად. 

ბიძინა  ერთ­ერთია  უნიჭიერესთა  შორის.  ვმუშაობდი  მასთან  ერთად  ეთერ  თათარაიძის  ლექსებზე  შექმნილ  ვოკალურ­სიმფონიურ  პოემაზე  მეცო­სოპრანოსა  და  სიმფონიური  ორკესტრისათვის  (ჩვენ  ერთად  გავეცანით  ტექსტს). საერთოდ,  ის განსაკუთრებულად გრძნობს პოეტურ  სიტყვას. ფრთები შეესხა ბიძინას მუსიკით გალაკტიონის  ლექსს  “შემოდგომის  ყვავილებს”.  განუსაზღვრელი  შესაძლებლობების  ძალიან  ქართული  მუსიკაა...  ეს  მისი  შინაგანი სამყაროა.

ბიძინა,   გია,  ჯანსუღი,   ელდარი  (მერე  მეც  ჩამრთეს)  ხშირად ვიკრიბებოდით  ერთად.  საყოველთაოდ ცნობილია  ბიძინას იუმორის გრძნობა. ასეთ დროს ის შეკრების სული  და გული იყო და არის ყოველთვის. იმავდროულად,  ბიძინა  მორცხვიცაა.

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz