|
შოთა
ჩაკვეტაძე
დიდ
სიამოვნებას მგვრის ამ სახელისა და გვარის გაგონება,
რომელიც დაკავშირებულია სიკეთესთან, სიხარულთან,
სიყვარულთან, სიცილთან და ღვთიურ მელოდიასთან.
იშვიათად
მეგულება ისეთი კარგი მეგობრული თვისებების მქონე
ადამიანი, როგორიც ბიძინაა
-
სადა, უბრალო, უშუალო. ასე მგონია, ერთად გავიზარდეთ, ეს
კი მის დიდ ბუნებაზე მეტყველებს. საღმრთო შურით
შეგშურდება ბიძინას უშურობა.
ბიძინას
მეუღლე გახლავთ მშვენიერი ქალბატონი და დიდებული
ოჯახიშვილი, შესანიშნავი მუსიკოსი ნესტან (ნუგეშა) მესხი.
იმდენად უხდებიან ერთმანეთს და ისეთი მშვენიერნი არიან,
რომ როდესაც მათ ვხვდები, გული მინათდება. ღმერთს იმდენი
ნიჭი და კეთილშობილება მიუცია ორივესათვის, რომ
გადაანაწილოთ, ნახევარ საქართველოს ეყოფა.
მიჭირს
ბიძინას შემოქმედებაზე საუბარი, ისეთი თანამედროვე მუსიკა
აქვს, ეს უფრო მუსიკისმცოდნეების საქმეა.
ბედნიერება
მქონდა მისი ნაწარმოებების შესრულებისა ჯერ კიდევ მაშინ,
როცა სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი, შემდეგ კი თბილისის
ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში მის ორ საოპერო
დადგმაში მივიღე მონაწილეობა (“იყო მერვესა წელსა” და “კოლხთა
ასული”), მართალია, მეორეხარისხოვან, მაგრამ საკმაოდ
რთულ როლებში. პარადოქსია, ბიძინა გამჭვირვალეა,
ოპერები აქვს “ჩამჭვირვალე” (მაპატიე, ჩემო ბიძინა, კარგად
თუ ვერ ვამბობ, შენგან ვისწავლე ასეთი ოხუნჯობანი).
სულ ცოტა,
ოცი გაკვეთილი მაინც მექნება მიღებული კომპოზიციაში
ბიძინასთან. კარგად ვუსმენდი, თუ როგორ მიხსნიდა პარტიტურას
და ორკესტრობას. თვითონ ბიძინა თავის მუსიკას აორკესტრებს
ფანტასტიკურად. მისი მუსიკა და ორკესტრობა მაგონებს ხალხურ
სიმღერას “ჩაკრულო”. ამ სიმღერას როიალზე რომ ისმენ,
არაფერი მთვარეზე გასაშვები არ არის. აბა, ხმებში
მოისმინე... ასეა ბიძინას მუსიკაც. მაგალითად, დათასა და
ბეჩუნის თემა როიალზე რომ მოისმინოთ, არავითარი
შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ, მაგრამ მოისმინეთ ფილმში.
დათას ლაიტმოტივს კამპანე (ზარები) რომ შემოჰკრავს, სულ
სხვა დატვირთვა ეძლევა ორკესტრს. და რომ არა ის ორი ნოტი,
ბევრი დააკლდებოდა ფილმის დრამატურგიას. აი, ეს არის
ბიძინასეული სიღრმეები, რასაც ზემოთ მოგახსენებდით. ეს
ყველაფერი ჩემეული შეფასებაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს
იმას, რომ ბიძინას შემოქმედება მთლიანად ვიცოდე, ის კიდევ
შესასწავლია.
ბევრი
აქვს შექმნილი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრში, ისევე, როგორც
ჩაიკოვსკის. ტყუილად კი არ ხუმრობდა დიდი ქართველი
კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, რომ ეძახდა “ჩაიკოვსკი!”
-
ენამ
უყივლა დიდ რეჟისორს.
დღეს
ბიძინა მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის ჩაიკოვსკიცაა და
ბეთჰოვენიც.
მე კი
ბიძინას შემოქმედებას შევადარებდი ოქროს მაძიებლის
ტიტანურ შრომას (ბავშვობაში მინახავს ფილმებში), საცრით
და ჯამით ხელში რომ მუშაობენ მდინარის პირას. ტონობით ცრიან
სილას, ქვიშას და ბალასტს. ბოლოს ჩაიხედავენ საცრის
ფსკერში და გაბრწყინდება სულ პატარა, ერთი ციცქნა
მისხალმისხალი ოქრო
-
აი, ეს არის ბიძინა კვერნაძე.
<<< უკან
|